"ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა" - ბიძინა კულუმბეგოვი - მშობლები

"ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა" - ბიძინა კულუმბეგოვი

2023-09-05 14:16:03+04:00

ცნობილი ექიმი-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ძმის გარდაცვალების თაობაზე წერს:

"ტრაგიკულად დავკარგე ჩემი ერთადერთი, საფიცარი ძმა. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის".

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს, საღამოს, ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხაში, ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდა. დაიღუპა 35 წლის ავთო კულუმბეგოვი, რომელიც ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა. ავთო კულუმბეგოვი კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობართან და უცხოელ ტურისტებთან ერთად იმყოფებოდა.