ესპანური მედია 10 წლის ბიჭის სასწაულებრივად გადარჩენის შესახებ ჰყვება. წყალდიდობა, რომელიც ესპანეთის დიდ ნაწილს გასულ შაბათ-კვირას დაატყდა თავს, რამდენიმე ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამ დაკარგულს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
მთავრობამ მადრიდის მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობის შესახებ, განგაშითა და მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილი შეტყობინებებით 3 სექტემბერს გააფრთხილა. განაგრძეთ კითხვა