"ცალი ფეხი სამარეში მიდგას..." - ცნობილი სუპერმოდელი შეცვლილ ცხოვრებაზე და სიმსივნესთან ბრძოლაზე - მშობლები

"ცალი ფეხი სამარეში მიდგას..." - ცნობილი სუპერმოდელი შეცვლილ ცხოვრებაზე და სიმსივნესთან ბრძოლაზე

2023-09-06 12:53:24+04:00

1990-იანების ლეგენდარული სუპერმოდელის ლინდა ევანგელისტას ცხოვრებას ბოლო დროს მსოფლიო საზოგადოებრიობა ადევნებს თვალს. მოდელს განსაცდელები არ ელევა.

თითქოსდა მსოფლიოში პოპულარული მოდელი, რომელსაც ფული და გავლენა, აღტაცება და დიდება არ აკლდა, ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

lindad-2-1693995644.jpg

ულამაზესი ლინდა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ და წრმატებულ ქალებს შორის ასახელებდნენ, ბოლო რამდენიმე წელია სახლშია გამოკეტილი - წარუმატებელმა პლასტიკურმა ოპერაციებმა არ დაინდო მისი სახე და სხეული. გარდა ამისა, ხუთი წლის წინ მკერდის სიმსივნე დაუდგინეს. ორჯერ გადაიტანა მასტექტომია, 2018 წელს.

"კვანძი ყოველწლიურ მამოგრაფიაზე აღმოაჩენეს. მაშინვე გადავწყვიტე ორმხრივი მასტექტომია, მეგონა, ყველაფერი უკან დარჩებოდა და ამ პრობლემას მოვერეოდი", - ამბობს ლინდა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. თუმცა დაავადება ამით არ დასრულებულა. ოთხი წლის შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში, კვლავ იგრძნო მკერდში სიმაგრეები.

thumb-1693995770.jpg

ექიმს ვუთხარი, რომ ყველაფერი გაესუფთავებინა და არაფერი დაეტოვებინა. მორიგი ოპერაცია ჩაიტარა, თუმცა როგორც მისი ონკოლოგი ამბობს, დაავადების დაბრუნების შანსები მაღალია. "ცალი ფეხი სამარეში მიდგას, ამიტომ ახლა ყველა გავლილი დღით ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია, რომ ცოცხალი ვარ. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ბონუსია", - ამბობს ყოფილი მოდელი.

მანამდე, 2021 წელს ლინდამ აღიარა, როგორ დააზარალა წარუმატებელმა პლასტიკამ, ლიპოსაქციების პროცედურებმა, რომელსაც უკუშედეგი მოჰყვა. "არა მხოლოდ საარსებო საშუალება მომისპო ამ წარუმატებელმა პროცედურებმა, არამედ ღრმა დეპრესია დამემართა და ვეღარ ვიტანდი საკუთარ თავს. განდეგილად ვიქეცი", - ამბობდა მაშინ ლინდა.

linda3.jpg

ლინდას გვერდით სულ იყო მისი ვაჟი ავგუსტი და ამბობს, რომ არა ის, არ იცის, როგორ გაუმკლავდებოდა ამდენ განსაცდელს.

600x600-1-01e3238aa32aec85800a5eb5a8bd45921035x1035-0xuzknagxz-9694776151425812194-1693996605.jpg

იხილეთ მეტი მოდელის ცხოვრებასა და სხვა ამბებზე:

ცნობილ სუპერმოდელს დღეს ძლივს იცნობთ - ის ამბობს, რომ კოსმეტოლოგებმა დაამახინჯეს