გახშირებული სტიქიური უბედურებების ფონზე, რომელთა დამანგრეველ შედეგებს უკანონო და არასწორი მშენებლობები იწვევს, კვლავ გრძელდება საშიში სამშენებლო სამუშაოები.
ერთ-ერთ კორპუსს საბურთალოს ტერიტორიაზე, სამედიცინო უნივერსიტეტის უკან, პირდაპირი მნიშვნელობით, ძირს უთხრიან. ამის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ინტერნტემომხმარებელი ეკა ონიანი ავრცელებს:
"არ ვარ პანიკიორი, მაგრამ ამ სრულიად უსინდისო და უსტანდარტო კანონმდებლობის პირობებში, რითაც მშენებლობები ხორციელდება და ნებართვები გაიცემა, მაქვს თუ არა შეშფოთების საფუძველი, როცა ჩემს კორპუსს ძირს უთხრის მერიის ნებართვით, მომიჯნავე მიწის ახალი ინვესტორი? აქ იმხელა ფული გაკეთდება, დაპირისპირება თითქმის შეუძლებელია, მშენებელმა აქეთ დაუყადაღა ჩემს მეზობლებს ბინები, ვინც გაბედა და მერიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. ამასობაში ქვეყანა იქცევა, ხალხი მიწაში იმარხება და ესენი 10 მეტრში უთხრიან ძირს კორპუსს, თან აშკარად ფუმფულა მიწაა, არავითარი კლდე. გეკითხებით, რა ვქნათ?" - წერს ეკა ონიანი.