"ვფიქრობ, მე-4 ბავშვის გაჩენა ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იქნება..." - თი მაჭავარიანი გამომწერებს პასუხობს - მშობლები

"ვფიქრობ, მე-4 ბავშვის გაჩენა ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იქნება..." - თი მაჭავარიანი გამომწერებს პასუხობს

2023-09-12 13:01:28+04:00

ცნობილი ინფლუენსერი და ბლოგერი, სამი შვილის დედა თი მაჭავარიანი საკუთარ გამომწერებს პასუხობს, რომლებიც ეკითხებიან, როდის გეგმავს მე-4 შვილის გაჩენას:

"ვფიქრობ, მე-4 ბავშვის გაჩენა ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იქნება, რადგან საკუთარ თავზე ისედაც ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აღებული და არ იქნებოდა სამართლიანი არც მე-4 ბავშვისთვის, არც იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უკვე მყავს, არც ჩემთვის, არც დათუნასთვის და არც არავისთვის. ასე, რომ, მიუხედავად იმისა, რომ თოთო და პატარა ძალიან მენატრება, 100%-ით გარწმუნებთ, მე-4 ბავშვი ამ ეტაპზე არ იქნება." - ამბობს თი მაჭავარიანი.

1-1694509377.jpg

ბლოგერი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა დავით გაფრინდაშვილზე, რომელიც ძალიან კარგად მიიღეს მისმა შვილებმა. თის წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს.

"მეგონა, ჩემს ცხოვრებაში ვერ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ჩემს ოჯახს სრულყოფილს გახდიდა, თუმცა ახლა მადლობას ვუხდი სამყაროს იმ ძალისთვის, რაც მე და ჩემს შვილებს გამოგვიგზავნა!" - დაწერა თი მაჭავარიანმა ცოტა ხნის წინ.

სანამ გაიცნობდა, ძალიან ნერვიულობდა, “როგორ მიმიღებენ?” ზღაპრის გმირი მგონია ჩემი თავი მის გვერდით... - თი მაჭავარიანის ოჯახური ბედნიერება