"ბავშვებს წონის პრობლემის გამო ცეკვაზე სიარული არ უნდათ იმიტომ, რომ წონა აკომპლექსებთ. რატომ? რა შუაშია წონა?" - თეა დარჩია - მშობლები

"ბავშვებს წონის პრობლემის გამო ცეკვაზე სიარული არ უნდათ იმიტომ, რომ წონა აკომპლექსებთ. რატომ? რა შუაშია წონა?" - თეა დარჩია

2023-09-20 13:53:09+04:00

მოცეკვავე თეა დარჩია გადაცემაში "წითელი სკამი" ცეკვისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს და მოზარდებს მოუწოდებს, რომ წონის გამო არ დაკომპლექსდნენ:

- ბავშვებს წონის პრობლემის გამო ცეკვაზე სიარული არ უნდათ იმიტომ, რომ წონა აკომპლექსებთ. რატომ? რა შუაშია წონა?! ნიჭთან, პლასტიკასთან, მუსიკის აქცენტებთან, მოძრაობაში შენი შინაარსის გამოხატვასთან წონა რა კონტაქტშია?! თუ საბალეტო დასში ხარ და ოპერის სცენაზე დგახარ, ეს სხვა თემაა. თუ დიდი აკადემიური ანსამბლის წევრი ხარ, სადაც შინაგანაწესია, ცალკე თემაა. მაგრამ, თუ ცეკვა გინდა, წონა ვერ დაგაბრკოლებს. პირიქით, რაც შეიძლება მეტი იცეკვე და ეს წონაც ისე გაქრება, ვერაფერს გაიგებ.