ალფ ნავრუზი თურქული სერიალების ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მსახიობია, რომელსაც უამრავ პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა და მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს.
ალფი 33 წლისაა და სტამბოლშია დაბადებული. უმცროსი და-ძმა ჰყავს და ამბობს, რომ ბავშვობიდან ცდილობდა, მათთვის კარგი მაგალითი მიეცა, კარგად ესწავლა და პატიოსნად ეშრომა. სიბეჯითეს საუკეთესო შედეგები მოჰქონდა და ალფი სკოლის გამორჩეული მოსწავლე იყო. უყვარდა მოთხრობებისა და ლექსები წერა და დღემდე ერთგულია ამ გატაცების.
სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, თურქული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. თუმცა ბავშვობიდან უყვარდა თეატრი, სკოლაშივე მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში. ხოლო როდესაც უკვე ზრდასრული სარეკლამო რგოლის გადაღებებზე მიიწვიეს, მისი კარიერა შოუბიზნესს დაუკავშირდა. 2016 წელს გამოჩნდა კინოში და უკვე მოასწრო რამდენიმე მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
როდესაც პირად ცხოვრებაზე ეკითხებოდნენ, ალფი პასუხობდა, რომ მისი საყვარელი ქალი დედა იყო. "სიყვარული მიდის და მოდის, დედა კი სულ გვერდითაა და არ გიღალატებს არასდროს", - ირწმუნებოდა მსახიობი. თუმცა მისი პირადი ცხოვრება მაინც დატვირთულია ლამაზმანებით.
გარკვეული პერიოდი გერმანიაში დაბადებულ თურქ მოდელს, "მის თურქეთ" ებრუ შამს ხვდებოდა.
ხოლო მას მერე, რაც მორიგ სერიალში აიშა თურანს გაუწია პარტნიორობა და გაუმიჯნურდა და მათ სიყვარულს მთელი თურქეთი ადევნებდა თვალს. თუმცა სამწუხაროდ, წყვილი დაშორდა ერთმანეთს და ალფი ამბობს, რომ აიშას მერე მის ცხოვრებაში ჯერ არავინ გამოჩენილა. ამბობენ, რომ მას ისევ უყვარს ულამაზესი აიშა.