მსახიობ მაკა ძაგანიას, რომელმაც ზაფხული ვაზის მოვლაში გაატარა, პარალელურად კი - "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებებზე დადიოდა, სოციალური ქსელების შესახებ ვესაუბრეთ...
- დღესდღეობით სოციალურ ქსელებს ძალიან ბევრ დროს არ ვუთმობ, რადგან ამისთვის არ მცალია, თუმცა ასე თუ ისე, მაინც ვსარგებლობ: ტელევიზორს ნაკლებად ვუყურებ - ყველანაირ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან ვეცნობი.
- "ფეისბუკზე". დიდი ხანია, რაც მისი მომხმარებელი ვარ. მანამდე "სკაიპში" ვიყავი, მაგრამ ეს უფრო კომუნიკაციის საშუალება იყო: მხოლოდ დასარეკად ან მიმოწერისთვის თუ გამოიყენებდი.
- კი, როგორ არა?! თუმცა, "ტიკტოკს" და "ინსტაგრამს" უფრო ხშირად ვიყენებ. დიდი ხნის განმავლობაში "ფეისბუკით" ვსარგებლობდი, შემდეგ ჩემმა შვილმა "ინსტაგრამზე" დამარეგისტრირა, რაღაც ფოტოები თავად გამომიქვეყნა. კარგა ხანს არც შევდიოდი... მერე, რაღაცნაირად, "ინსტაგრამზე" გადავერთე - თითქოს ჩემთვის უფრო საინტერესო გახდა და რამდენიმე წელია, რაც მისი აქტიური მომხმარებელი გავხდი.
- "ტიკტოკზე" აქტიურობა ახალი დაწყებული მაქვს. მანამდე ჩემი უმცროსი შვილი "სქროლავდა" ხოლმე, ამიტომ ეს აპლიკაცია ტელეფონში საერთოდ წავშალე. მერე, როცა უკვე ბავშვს ჩემს ტელეფონს აღარ ვაძლევდი, აქაც დავრეგისტრირდი. 1-2 ვიდეოს რომ დადებ და მერე შეჰყვები ადამიანი, ასე დამემართა (იღიმის)...
- არც ერთ პლატფორმაზე, კონკრეტულ თემაზე შექმნილი კონტენტი არ მაქვს. უფრო ჩემი პირადი ვიდეოებია: რასაც ვაკეთებ გადაღებაზე, ვენახში, ბოსტანსა თუ სახლის მშენებლობისას, გამომწერებს ვუზიარებ ხოლმე.
- ჩემ მიმართ გულთბილი დამოკიდებულება აქვთ. უარყოფითი კომენტარი ძალიან იშვიათია და ისიც, გულზე მხვდება ხოლმე, მაგრამ შემდეგ "ვატარებ". ძირითადად, ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც კიდევ უფრო მეტად მაბედნიერებს. როგორც ქუჩაში მიღიმიან და ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება უნდათ, სოციალურ ქსელებშიც მსგავსი დადებითი განწყობით მხვდებიან.
- კამათი იმდენად არ მიყვარს, რომ სოციალურ ქსელში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც არ ვერევი. თან, წერის დროს შენი განწყობა, ემოცია იკარგება. შეიძლება აბსოლუტურად ნეიტრალურად დაწერო, ვიღაც კი ცუდ ხასიათზე იყოს და შენი ნაწერი აგრესიულად მიიღოს. ამიტომ კამათს ყოველთვის ვერიდები, მით უმეტეს - სოციალურ ქსელებში.
- ამას წინათ მითხრეს, - სოციალურ ქსელში გამოკითხვა იყო და თინას პერსონაჟთან დაკავშირებით, მთელი ამბებია ატეხილიო. ვიფიქრე, სახლში რომ მივალ, ვნახავ-მეთქი, მაგრამ დამავიწყდა (იცინის). ასეთ რაღაცებს თვალყურს ნაკლებად ვადევნებ. ერთი შემთხვევა იყო, როცა ნინო გაჩეჩილაძემ ჩვენი ფოტო გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, ტელეფონით, ამოტრიალებული კამერით გადაღებულ ფოტოში, კუთხეში ვინც არის აღბეჭდილი, მისი გამოსახულება ცოტათი იწელება. მაშინ დაწერეს, - თინას საკუთარი თავისთვის რა უქნია? "დაუბოტოქსებიაო"! ერთადერთი, მაშინ გავეცი პასუხი: ხალხო, ბოტოქსი კი არა, კოსმეტოლოგთან სახეც არ გამიწმენდია-მეთქი (იცინის). მივხვდი, რომ უნდა მეპასუხა, რადგან ხალხი იფიქრებდა, რომ "დაბოტოქსებული" ვიყავი. იხილეთ სრულად