დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე საქართველოში დღეს მომხდარი მომხდარი მიწისძვრას შესახებ წერს.
"საღათას ძილით მეძინა. მონიტორინგის ცენტრის სწრაფი რეაგირების და ღამის მორიგეების სატელეფონო მესიჯების ისტერიკულმა სერიამ გამაღვიძა.მაგნიტუდას დავხედე. არაფერი ისეთი, კიდევ კარგი, ერთი ერთეულით მეტი არ იყო. ეს საყველპურო მიწისძვრაა... ჩემო საყვარელო ქართველებო.მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს.ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ. ცუდი შეგრძნებაა, ვიცი. რაც უფრო დიდია მიწისძვრა, ეს ხმა უფრო მძაფრია და ხანგრძლივი ეპიცენტრში." - წერს თეა გოდოლაძე.
დღეს დილით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ-ში 4.7 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.