"ბევრი აკრძალვებია ჩვენთან, არის შიდა კანონები... ცოტა მაგ­რად თუ არ გი­ჭი­რავს, გა­გექ­ცე­ვა და და­გე­ფან­ტე­ბა ყვე­ლა­ფე­რი" - რა ამბობდა ნინო სუხიშვილი ანსამბლში არსებულ დისციპლინაზე? - მშობლები

"ბევრი აკრძალვებია ჩვენთან, არის შიდა კანონები... ცოტა მაგ­რად თუ არ გი­ჭი­რავს, გა­გექ­ცე­ვა და და­გე­ფან­ტე­ბა ყვე­ლა­ფე­რი" - რა ამბობდა ნინო სუხიშვილი ანსამბლში არსებულ დისციპლინაზე?

2023-09-25 08:57:26+04:00

"ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან…“, - ამ სიტყვებს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს ეუბნება. ვიდეოს სოციალურ ქსელში ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა მისაღებია, რადგან ასე მიიღწევა დისციპლინა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ანსამბლს ყოველთვის საუკეთესო შედეგი ჰქონდეს.

ნინო სუხიშვილმა ანსამბლში არსებულ დისციპლინაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" ჯერ კიდევ 2021 წელს ისაუბრა.

კითხვას, - რის გამო შეიძლება გაუშვან მოცეკვავე ანსამბლიდან? - მან ასეთი პასუხი გასცა:

"ბევრი რაღაც აკრძალვებია ჩვენთან, არის შიდა კანონები, ტრადიციები. ეს ძველი დროიდანაც მოდის და მეც გავამკაცრე კიდევ ბოლო პერიოდში. სხვა დროა, სხვა თაობა მოდის. ადრე მხოლოდ ნინოსი კი არ ეშინოდათ ან კიდევ მხოლოდ ილიკოს რიდი კი არ ჰქონდათ, უშიშროება დაგვყვებოდა და ნახევარი დასი კიდევ იქით იყო შეკრული... განაგრძეთ კითხვა