"მშობლები ფიქრობენ, 3 წლიდან თუ ბავშვმა არ იმეცადინა, წერა-კითხვა, ჭადრაკი, ცეკვა არ ისწავლა, კონკურენტუნარიანი გარემოა და არაფერი გამოვა... შედეგი სავალალოა...“ - თამარ გაგოშიძე მშობელთა შეცდომაზე საუბრობს - მშობლები

"მშობლები ფიქრობენ, 3 წლიდან თუ ბავშვმა არ იმეცადინა, წერა-კითხვა, ჭადრაკი, ცეკვა არ ისწავლა, კონკურენტუნარიანი გარემოა და არაფერი გამოვა... შედეგი სავალალოა...“ - თამარ გაგოშიძე მშობელთა შეცდომაზე საუბრობს

2023-09-25 11:07:39+04:00

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გადაცემაში "დიდი შესვენება“ საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის თამაშს და რატომ არ არის მცირე ასაკიდანვე ბევრი აქტივობით მისი დაკავება მიზანშეწონილი:

- ჩვენს საზოგადოებაში მშობლებს არ მოსწონთ, რომ ბავშვებს ვათამაშებთ. არც საბავშვო ბაღში... იმიტომ, რომ ფიქრობენ, ეს უბრალოდ დროის ფუჭად კარგვა, გართობაა და ბავშვი რომ სკოლისთვის მოემზადოს, ამისთვის უნდა იმეცადინოს. წარმოუდგენიათ, რომ 3 წლიდან თუ ბავშვმა არ იმეცადინა, წერა-კითხვა, ჭადრაკი, ცეკვა არ ისწავლა, კონკურენტუნარიანი გარემოა და არაფერი გამოვა. ყველაფერი უნდა მოასწროს და სკოლაში გამზადებული მივიდეს. შედეგი სავალალოა... მთელ მსოფლიოში ყველა აღმზრდელი, განათლების სპეციალისტი, ფსიქოლოგი თვლის, რომ 6-7 წლამდე ბავშვის მთავარი საქმიანობა თამაშია. მისი თავის ტვინი ასეა მოწყობილი. ნებისყოფა თანდათან ყალიბდება. მეცადინეობა ნიშნავს იმას, რომ რაც ბავშვს არ უნდა, ის უნდა გააკეთოს. სწავლასა და დასწავლას შორის დიდი განსხვავებაა.