ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი მშობლებს ურჩევს, როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ თავიანთ შვილებთან, რომ ისინი სწორად აღიზარდონ:
- ბავშვს რომ დაუყვირებ და ისიც დაგიყვირებს, ხომ გაბრაზდები? იტყვი, როგორ მიბედავსო. მაგრამ, შენ ხომ გაუბედე უკვე და ეს მაგალითი უჩვენე? თავიდანვე წყნარად, მშვიდად ელაპარაკე, დამჯერობით - შენც მოუსმინე და მანაც მოგისმინოს. ეს პედაგოგიური კულტურაა, მაგრამ ეს კულტურა გვაკლია. იმიტომ, რომ ავტორიტარული სწავლებით თითქოს, ბავშვს სწრაფად ვზრდით და ჩვენ მეტი დრო გვრჩება. ჩვენ რომ ბავშვები სხვანაირად აღგვეზარდა, კიდევ სხვანაირი ქვეყანა გვექნებოდა. დედა კი ხარ, მაგრამ მყვირალა და გაბრაზებული დედა კი არ უნდა იყო. შვილს პატარა მეგობრად გაუხდი, თორემ სხვისი მეგობარი გახდება და გეწყინება. არ შეიცვლება აღზრდა? ჩვენი ცხოვრება ჩიხებში შევა და ხან გაგვიჭირდება გამოსვლა, ხან იქ დავრჩებით.