"ვერანაირად ვერ დავძლიე ცუდის მოლოდინის შიში, რომელსაც ვყავარ ატანილი... 5 წუთში ერთხელ ვურეკავ შვილებს... ვიცი, რომ 19 წლის ბიჭებისთვის ეს რთულია..." - მაია კაჭკაჭიშვილი დეპრესიაზე და ცუდის მოლოდინის შიშზე - მშობლები

"ვერანაირად ვერ დავძლიე ცუდის მოლოდინის შიში, რომელსაც ვყავარ ატანილი... 5 წუთში ერთხელ ვურეკავ შვილებს... ვიცი, რომ 19 წლის ბიჭებისთვის ეს რთულია..." - მაია კაჭკაჭიშვილი დეპრესიაზე და ცუდის მოლოდინის შიშზე

2023-09-27 22:52:30+04:00

მუსიკოსმა და ორი შვილის დედამ მაია კაჭკაჭიშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას გულახდილად ისაუბრა. თუ როგორ სურდა დედას, რომ ის პიანისტი ყოფილიყო და ამ დროს, მან საესტრადო მიმართულება აირჩია, რის გამოც დედა დღემდე "ცირკაჩს" უწოდებს. როგორ მძიმედ გადაიტანა უსაყვარლესი ბებიის და ბიძის გარდაცვალება, რასაც სამწლიანი დეპრესია და შფოთვები მოჰყვა, რომელსაც დღემდე ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრთანაც მივიდა და ფსიქოლოგებთანაც, დღემდე ებრძვის შიშებს, ცუდის მოლოდინის შიშს, განსაკუთრებით, როგორც დედა...

ასევე ისაუბრა წონაზე, რომელიც ყოველთვის აწუხებდა და აკომპლექსებდა და ამის გამო გადაიფიქრა სცენაზე დგომა. მოყვა, თუ როგორ დაიკლო 78 კილოგრამი და შემდეგ ისევ მოიმატა, დეპრესიული პერიოდისას...

151697487-3733677646679527-4437724192216220695-n-1695842208.jpg