გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც მოკლულის ახლობლები საუბრობენ, მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, შვილმა მამის ცხედარი პლედებში გაახვია, ავტომობილის საბარგულში მოათავსა და თბილისთან ახლომდებარე აგარაკზე დამალა.
მეზობლების ინფორმაციით, მამა-შვილს ხშირად ჰქონდა უთანხმოება.
"ძირითადად, თბილისში ცხოვრობდნენ, ოჯახი სოფელში ხშირად არ ჩამოდიოდა, თუმცა, ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გვქონდა ინფორმაცია. გარდაცვლილი საუკეთესო ადამიანი იყო, ძალიან კარგი კაცი, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, შვილი კი - სრულიად განსხვავებული, ხშირად კამათობდა მამასთან, არც ხასიათით გამოირჩეოდა, უცნაური ბიჭი იყო ყოველთვის. ამ შემზარავ ფაქტზე მოგვიანებით გავიგეთ. განაგრძეთ კითხვა