მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ - "ბასრი საგნით ხელის დასერვას სთხოვდნენ" - მშობლები

მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ - "ბასრი საგნით ხელის დასერვას სთხოვდნენ"

2023-09-30 11:48:45+04:00

იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ. როგორც არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.

"როგორც კი ზარი დაირეკება, საპირფარეშოში ცერა თითიდან ვენებამდე გადაისვი. არ იზამ და როგორც კი დრო მომეცება, დაგინახავ ტუალეტში და უნიტაზში ჩაგახრჩობ" - ამ შინაარსის წერილს უგზავნიდნენ მოსწავლეები თანატოლს. განაგრძეთ კითხვა

10 დღის წინაც საქმის გასარჩევად წაიყვანეს მარიამი... გუშინ გაფითრებული შემოვიდა და მომცა ფურცელი, სადაც ე.წ. ბრიტვა იდო - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ