"10 დღის წინაც საქმის გასარჩევად წაიყვანეს მარიამი... გუშინ გაფითრებული შემოვიდა და მომცა ფურცელი, სადაც ე.წ. "ბრიტვა" იდო" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ - მშობლები

"10 დღის წინაც საქმის გასარჩევად წაიყვანეს მარიამი... გუშინ გაფითრებული შემოვიდა და მომცა ფურცელი, სადაც ე.წ. "ბრიტვა" იდო" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ

2023-09-30 12:48:17+04:00

უმძიმესი ფაქტი მოხდა იმერეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ. როგორც არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა, ბოლო შემთხვევის დროს კი, მას ბასრი საგნით ხელის დასერვა და მათი მოთხოვნების შესრულება დაავალეს.

მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ - ბასრი საგნით ხელის დასერვას სთხოვდნენ

გოგონას დედა ჰყვება, რომ ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობა, მისი თანატოლი გოგონების მხრიდან, დიდი ხანია მიმდინარეობს.

"შევიწროების ფაქტი სადღაც ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ამ სკოლაში გადმოვიდა ჩემი შვილი. მაშინ მძაფრი რეაქცია არ მქონია, რადგან მეგონა მოგვარდებოდა. ჩემი შვილი სახლში არაფერს ამბობდა, მე ვიყავი ყურადღებით, კითხვებს ვუსვამდი, ვინმე ხომ არ ავიწროებდა. მეუბნებოდა, რომ თავად მოაგვარებდა.

10 დღის წინ სახლში მოვედი და ჩემი მეორე შვილი მეუბნება, რომ მარიამი საქმის გასარჩევად გაიყვანეს, ჩავჯექი მანქანაში და მივედი სადაც იყვნენ. ჩემს შვილს ვუთხარი ჩამჯდარიყო მანქანაში, შემდეგ გამომყვნენ ის ბავშვებიც და რეპლიკებს მესმოდნენ. შემდეგ "ინსტაგრამზე" "ლაივშიც" გასულან და მე და ჩემს შვილს საშინელი სიტყვებით მოგვიხსენიებდნენ.

შემდეგ მოვიდნენ სახლში ჩემთან და ერთ-ერთმა მარიამს თავისი პირადული გაანდო და უთხრა, რომ თუ ამას ვინმეს ეტყოდა, სახლში გამოწვავდა. შეეშინდა ბავშვს და მითხრა, მემუქრებაო. ორშაბათს მივედი სკოლის დირექციაში და ვუთხარი, რომ ბავშვი მყავდა საფრთხის წინაშე.

განაგრძეთ კითხვა