შეიძლება თუ არა ბავშვისთვის "ანალგინის" მიცემა და რომელ ასაკში როგორ ტემპერატურაზე სჭირდება ბავშვს სიცხის დამწევი - მშობლები

შეიძლება თუ არა ბავშვისთვის "ანალგინის" მიცემა და რომელ ასაკში როგორ ტემპერატურაზე სჭირდება ბავშვს სიცხის დამწევი

2023-10-02 11:12:10+04:00

არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მშობლებს თითქმის ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ. თანამედროვე საშუალებების გარდა, ბევრ ოჯახში დღემდე იყენებენ ე.წ. "ძველი თაობის" მედიკამენტებს და მათ შორისაა ანალგინიც - სიცხის დამწევი და ტკივილდამაყუჩებელი საშუალება.

შესაბამისად, ხშირად ისმის კითხვაც, "შეიძლება თუ არა ანალგინის მიცემა ბავშვებისთვის?"

მეტამიზოლ ნატრიუმი (ანალგინის აქტიური ნივთიერება) საკმაოდ ეფექტურია, როგორც ხანმოკლე ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, თუმცა მისი, როგორც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის ეფექტურობა საეჭვოა. ის, რა თქმა უნდა ამცირებს ტემპერატურას, მაგრამ არა დიდად. მისი ეფექტი მხოლოდ 2 საათის განმავლობაში გრძელდება, რის შემდეგაც ყველაფერი თავდაპირველ მდგომარეობას უბრუნდება. ამავდროულად, ანალგინს მრავალი სერიოზული გვერდითი მოვლენა აქვს. განმეორებითმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ისეთი მძიმე შედეგები გამოიწვიოს, როგორიცაა:

  • აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების დონის დაქვეითება და სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებისადმი მგრძნობელობის გაზრდა);
  • ჰიპოთერმია (ტემპერატურა ეცემა 35 გრადუსამდე, შეიძლება განვითარდეს დაბნეული მეტყველება და შემცივნება);
  • კოლაპტოიდური მდგომარეობები (დაბალი არტერიული წნევა).

ეს მოვლენები აბმაც შეიძლება გამოიწვიოს ინექციამაც და სანთელმაც.

ასე რომ, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ სერიოზული პრობლემები, ანალგინი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ და მკაცრად მიჰყევით ინსტრუქციას ასაკობრივი შეზღუდვების, დოზის და მიღების სიხშირის შესახებ.

რა დოზით მივცეთ ანალგინი სიცხიან ბავშვს?

თანამედროვე პედიატრები ერთსულოვანნი არიან: ანალგინი აკრძალულია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის! ეს წამლის ინსტრუქციაშიც მითითებულია.

ყურადღება: ანალგინის სისტემატური მიღება არ შეიძლება. ის გამოიყენება მხოლოდ როგორც ერთჯერადი საშუალება მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ტკივილის დროს. თუ მუცლის ტკივილი გაწუხებთ, ანალგინის მიღება არ შეიძლება.

თუ ანალგინი მიიღება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, აუცილებელია ბავშვის სისხლისა და ღვიძლის მდგომარეობის მონიტორინგი.

რა ითვლება მაღალ ტემპერატურად სხვადასხვა ასაკში?

  • თუ 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვს არ აქვს გულის ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევები, ანამნეზში ფებრილური კრუნჩხვები ან ნევროლოგიური დარღვევები, რეკომენდებულია ტემპერატურის დაწევა 39-39,5°C-დან.
  • რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის - გულის ქრონიკული დაავადებებით, მეტაბოლური დაავადებებით, ნევროლოგიური დარღვევებით, ფებრილური კრუნჩხვების ანამნეზში - ტემპერატურა მცირდება 38-38,5°C-დან.
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სიცხის დამწევი საშუალებები ინიშნება 38-38,5°C ტემპერატურაზე.
როდის ნუროფენი და როდის - პარაცეტამოლი - რა უნდა იცოდეთ სიცხის დამწევებზე
რა სხვაობაა ნუროფენისა და პარაცეტამოლის მოქმედებას შორის - ფარმაცევტის რჩევები