მცირეწლოვანი ბავშვები დედამ 3 ძაღლთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში სახლში საკვების გარეშე, მარტო დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და თავად სახლიდან წავიდა - ბავშვები მეზობლებმა აღმოაჩინეს - მშობლები

მცირეწლოვანი ბავშვები დედამ 3 ძაღლთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში სახლში საკვების გარეშე, მარტო დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და თავად სახლიდან წავიდა - ბავშვები მეზობლებმა აღმოაჩინეს

2023-10-03 12:54:26+04:00

სამწუხაროდ, მშობელთა სისასტიკის შესახებ ისტორიები არც თუ ისე იშვიათად ვრცელდება და ყოველ ჯერზე, სამართლიან აღშფოთებას იწვევს. ამბები მხოლოდ ადგილობრივ დონეზე არ განიხილება და თავისი მასშტაბისა და სიმძიმის მიხედვით, საერთაშორისო პრესაშიც მოხვდება ხოლმე.

ერთ-ერთი ასეთი რეზონანსული შემთხვევა 2023 წლის მაისში, ხაბაროვსკში მოხდა. ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ მეორე სართულის ბინის ფანჯრის რაფაზე მთელი დღე პატარა ბავშვები ისხდნენ. მეორე დღესაც იგივე სურათი დახვდათ. ამიტომაც, მეზობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვებისთვის ეკითხათ, სად იყვნენ უფროსები. პასუხი კი საოცარი იყო: მცირეწლოვანი ბავშვები დედამ 3 ძაღლთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მარტო დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და თავად სახლიდან წავიდა.

2-1696323371.jpg

როგორც მეზობლებმა გაარკვიეს, ბავშვებს სახლში საჭმელიც არ ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ, რომ დედა რამდენიმე დღის წინ ნახეს, შემდეგ კი აღარ გამოჩენილა.

ადგილობრივებმა გაარკვიეს ისიც, რომ ქალი მრავალშვილიანი იყო. ბავშვები სხვა დროსაც ეზოში თავისუფლად იყვნენ გაშვებულნი და ყურადღებას არავინ აქცევდა. როგორც აღმოჩნდა, დედამ რამდენიმე თვის ჩვილი თან წაიყვანა, სახლში კი 6 წლის ვაჟი და ორი ქალიშვილი (6 და 9 წლის ბავშვები) მარტო დატოვა.

მეზობლებმა ბავშვებს ფანჯრიდან საკვები მიაწოდეს და პერიოდულად ამოწმებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს. მოგვიანებით პატარებმა თქვეს, რომ იმდენად შიოდათ, ძაღლის საჭმელიც კი შეჭამეს.

3-1696323388.jpg

ბავშვების დედა ფაქტის აღმოჩენიდან მეორე დღესაც რომ არ გამოჩნდა, მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. პოლიციელებმა სახლი გააღეს და იქ საშინელი ანტისანიტარია დახვდათ. ძაღლებს 1 კვირის განმავლობაში ყველაფერი დაუსვრიათ. ბავშვებს ბანაობის საშუალება არ ჰქონდათ და უენერგიოდ იყვნენ.

ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს, ძაღლებს კი დროებით ახალი პატრონები უპოვეს. ვიდრე ყველაფერი მოგვარდა, ბავშვების 31 წლის დედაც გამოჩნდა. ის სამართალდამცავებს არწმუნებდა, რომ მხოლოდ 1 დღით გავიდა სამსახურის საქმეზე, შემდეგ მანქანა გაუფუჭდა და სახლში დროულად დაბრუნება ვეღარ შეძლო.

4-1696323403.jpg

თუმცა, 9 წლის გოგონა ამბობდა, რომ დედას მათი მიტოვება ჰქონდა გადაწყვეტილი: ,,თქვენ ჩემს ცხოვრებაში ზედმეტები ხართ,“ - გაიხსენა დედის სიტყვები ბავშვმა.

მოგვიანებით ბავშვებმა თქვეს, რომ დედა მათ სცემდა და ცუდად ექცეოდა. შედეგად, დედა დააკავეს. ბავშვები თავშესაფრიდან მამამ წაიყვანა, მცირეწლოვანი ბიჭი კი ბებიასთან და ბაბუასთან დარჩა. ახლა 31 წლის ქალი სასამართლოს განაჩენს ელოდება.