მიუხედავად იმისა, რომ პატარებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი იზოლირებული უნდა გავზარდოთ - მას სუფთა ჰაერი და მზის სინათლე სჭირდება. თუმცა ბავშვის გარეთ გაყვანის დროს სიფრთხილე აუცილებელია.
უპირველეს ყოვლისა, არ აირჩიოთ სასეირნოდ ხალხმრავალი ადგილები: მაღაზიები, სუპერმარკეტები, დატვირთული გამზირები. შეეცადეთ არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ მაინც გჭირდებათ ბავშვის ხალხმრავალ ადგილას წაყვანა, უპირატესობა მიანიჭეთ არა ეტლს, არამედ სლინგს. ასე უცნობებს ნაკლებად გაუჩნდებათ ცდუნება, შეეხონ პატარას და მიუახლოვდნენ მას.
თუ თქვენი ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დადის და აქტიურად არის დაინტერესებული მის გარშემო არსებული სამყაროთი, ყურადღება მიაქციეთ, რას ეხება. ნებისმიერი დედა, რომელიც ბავშვთან ერთად შედის საზოგადოებრივ ტუალეტში, აუცილებლად გააფრთხილებს მას, ხელით არაფერს შეეხოს. თუმცა, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე ჭუჭყიანი ნივთები ბავშვებისთვის ძალიან ხელმისაწვდომია.
მეცნიერულად დადასტურებულია: ჭურჭლის სარეცხი სამზარეულოს ღრუბელი დაახლოებით 135 ათას ბაქტერიას შეიცავს, ხოლო უნიტაზის საფარქვეშ 3 მილიონზე მეტი ბაქტერია შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ზოგიერთი საშიში მიკრობები, როგორიცაა სალმონელა, შეიძლება საჭრელ დაფაზე 1 თვემდე დარჩეს.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ სახლში ბავშვისთვის ყველაზე საშიში ადგილებია:
რაც შეეხება ქუჩაში გასვლას, გარეთ მშობლები ყოველთვის არ ფრთხილობენ, თუმცა მთავარი საფრთხე ბავშვს სწორედ სახლის გარეთ ელოდება. რატომ? რადგან ბინიდან გასვლისას ის სრულიად უცხო და უცნობ ვირუსებსა და ბაქტერიებს ხვდება. ეს განსაკუთრებით საშიშია დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე, ხშირად მოავადე ბავშვებისთვის.
მაშ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სეირნობის დროს და რომელი საგნებია ყველაზე ბინძური?