ორი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყოფშიძე მესამე ცოლს დაშორდა. თუმცა ამ ამბის გასაჯაროებამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მსახიობის მეუღლე მუსიკალურ ფესტივალზე მკერდზე მამაკაცს კოცნიდა. ვიდეოს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გიორგის დამ, ლენუკამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენი გასიევა მათი რძალი აღარ იყო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ გასიევა და ყიფშიძე, რომლებიც ორ საერთო შვილს ზრდიდნენ, რამდენიმე თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა ქალი ბინის არქონის გამო, ისევ ყოფილ ქმართან ცხოვრობდა. მომხდარის შემდეგ ანიმ გიორგის სახლი დატოვა და საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა. საერთო შვილები კი ჯერჯერობით მამასთან რჩებიან.
დაშორების შემდეგ გიორგიმ ენიზე თქვა, რომ ის ბავშვებსაც აღარ ნახულობდა. ასევე ამბობდა, რომ ენი "ქლაბერი“ გოგოა და აღარ მოსწონდა, რომ ოჯახური ცხოვრების გამო კლუბში წასვლას ვეღარ ახერხებდა. განაგრძეთ კითხვა