რომელი ჯგუფის სისხლი აქვს თქვენს შვილს? - გამოიცანით მისი ხასიათი და მომავალი - მშობლები

რომელი ჯგუფის სისხლი აქვს თქვენს შვილს? - გამოიცანით მისი ხასიათი და მომავალი

2014-06-07 06:43:05+04:00

თავდაპირველად დედამიწაზე მხოლოდ ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ბინადრობდნენ მეცნიერებმა რა ხანია დაადგინეს, რომ სისხლის ჯგუფს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის ადამიანის ქმედებებზე, ასევე მის ხასიათზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზეც კი ახდენს გავლენას.

პირველი ჯგუფი

სისხლის პირველი ჯგუფი ყველაზე გავრცელებულია. თავდაპირველად დედამიწაზე მხოლოდ ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ბინადრობდნენ, რომლებიც შესანიშნავი მომპოვებლები იყვნენ. ამ ჯგუფის სისხლის მქონეებს ლიდერის თვისებები აქვთ, გამოირჩევიან კარგი იმუნიტეტით. ახასიათებთ მიზანდასახულობა, ოპტიმიზმი, ძლიერი ნებისყოფა. გარდა ამისა, ამ ადამიანებს ჰქონიათ რისკისა და აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებაც. მიიჩნევა, რომ ეს ადამიანები კარგი მმართველები არიან და კარგი საქმიანი ალღო აქვთ.

მეორე ჯგუფი

მეორე ჯგუფის სისხლი ადამიანებს იმ პერიოდში გაუჩნდათ, როცა ტომებად გაერთიანდნენ და კოლექტიური ცხოვრების წესს შეუდგნენ. იმ პერიოდში გაჩნდა ეთიკისა და მორალის პირველი წესებიც. მეორე ჯგუფის სისხლი ახასიათებს ადამიანებს, რომლებიც მომთმენნი არიან, შეუძლიათ დათმობაზე წასვლა, კარგად ამყარებენ კონტაქტს სხვა ადამიანებთან. არიან ასევე გულღიები, ბეჯითები. სამუშაოში ავლენენ პასუხისმგებლობის გრძნობას და კარგი შემსრულებლებიც არიან, ცდილობენ, მაქსიმალურად ზუსტად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. ნეგატიურ თვისებებს მიეკუთვნება სიჯიუტე, დაძაბულობა, ბუტიაობა.

მესამე ჯგუფი

ეს ჯგუფი მოგზაურებისა და პილიგრიმების წყალობით გაჩნდა, რომლებსაც გამუდმებით უწევდათ ახალ ცხოვრებისეულ პირობებთან შეგუება. ამ ჯგუფის მქონე ადამიანებს რთულ პირობებშიც შეუძლიათ ადაპტირება. მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს საუკეთესო თვისებები აქვთ აღებული პირველი ორი ჯგუფისგან. მიზანდასახულნი არიან, ნათელი პიროვნებები, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევიან. კარგი ადაპტირების უნარის მქონენი თავს შესანიშნავად გრძნობენ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ თანამდებობაზე. ხშირად შემოქმედებითი უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მშვიდები ჩანან, ძალიან მგრძნობიარენი არიან.

მეოთხე ჯგუფი

ამ სისხლის ჯგუფის მქონენი შედარებით ცოტანი არიან. ეს ჯგუფი მეორე და მესამე ჯგუფის შერევიდან წარმოიშვა. ამ იშვიათი ჯგუფის სისხლის მქონენი სექსუალურად მიმზიდველნი არიან, თუმცა - ნაკლებად ბედნიერნი.

მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონენი მალე ივიწყებენ წყენას, თუმცა იშვიათად ფიქრობენ შედეგებზე და ამის გამო ცუდი სტრატეგები არიან.