საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
rusTavi 2- ის ინფორმაციით, მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის.
როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.
ქმარმა კი გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა...
გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩვენ ლამბალოში მერის წარმომადგენელს ალიხარ აბდულაევს დავუკავშირდით.
"როგორც ვიცი, დანიშნულები იყვნენ, მაგრამ 3 თვე არ იქნება, რაც გოგო მოიტაცა და ცოლად მოიყვანა, 15 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ,