"ანგელოზი...  გარდაცვლილი 14 წლის გოგო... პატარა ბავშვია" - სამირა ბაირამოვა მოკლული გოგონას ფოტოს აქვეყნებს - მშობლები

"ანგელოზი...  გარდაცვლილი 14 წლის გოგო... პატარა ბავშვია" - სამირა ბაირამოვა მოკლული გოგონას ფოტოს აქვეყნებს

2023-10-07 20:49:42+04:00

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა გამოეხმაურა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარ საზარელ ფაქტს, 14 წლის გოგონას მკვლელობას, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 27 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვის მიერ.

"ჩვენ ასეთი ანდაზა გვაქვს " გოგონა თემის საქონელია" - ამაში იგულისხმება, რომ გოგონა მაინც ბოლოს ეკუთვნის სხვა ოჯახს და მას არ სჭირდება დიდი ინვესტიცია... რა თქმა უნდა, ყველა ასე არ ფიქრობს, მაგრამ ბევრი მართლა ზუსტად ასე ფიქრობს. გარდაცვლილი გოგონას ტრაგედია დავიწყებას მიეცემა და კიდევ განმეორდება",- წერს სამირა და მოკლული გოგონას ფოტოს აქვეყნებს: "ანგელოზი... გარდაცვლილი 14 წლის გოგო... პატარა ბავშვია"...

ცნობისათვის, გოგონა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. როგორც ირკვევა, დაახლოებით, 2 თვის წინ მოიტაცა ბრალდებულმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაშვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. ქმარმა კი გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა...

ჩემი შვილი მოიტაცეს, ჩვენი თანხმობით არაფერი მომხდარა... მკვლელობამდე ხეზე მიაბა და ისე სცემა - რას ჰყვება მოკლული 14 წლის გოგონას დედა?