საქართველოში 12 ოქტომბრიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს:
"ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. 12 ოქტომბრიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი 17 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. ტემპერატურაც მოიმატებს და დათბება. თუმცა, რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ღამის ტემპერატურა +4, +9 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. ხვალ დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +12, +17. თბილისში დღის ტემპერატურა +16, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება. 12 ოქტომბრის შემდგომ ტემპერატურა მოიმატებს, უნალექო ამინდია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში. თბილისში 12 და 13 ოქტომბერს ღამით +6, +8 გრადუსია ნავარაუდევი. 12-13 ოქტომბერს დღის ტემპერატურა 17 გრადუსის ფარგლებშია იქნება, შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს." - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ოქტომბრის თვის ზოგადი პროგნოზის მიხედვით, დასავლეთ საქართველოში შესაძლოა, ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ 30 გრადუსამდეც მოიმატოს. ასევე, ცალკეულ დღეებში ტემპერატურის დაკლება +10, +7 გრადუსამდეა ნავარაუდევი.
აღმოსავლეთ საქართველოში კი შესაძლოა, ტემპერატურამ +24 , +27 გრადუსამდე მოიმატოს, +7, +4 გრადუსამდე კი დაიკლოს.
თამარ იაკობაშვილი