"თვრამეტი წლის ხარ უკვე… პრაღის უნივერსიტეტის სტუდენტი... ძალიან მენატრები და შენთან ერთი ჩახუტება ყველაფერს მირჩევნია" - როგორ ულოცავს ბებია დაბადების დღეს ჯაბა კილაძის და თამთა ჭელიძის ქალიშვილს - მშობლები

"თვრამეტი წლის ხარ უკვე… პრაღის უნივერსიტეტის სტუდენტი... ძალიან მენატრები და შენთან ერთი ჩახუტება ყველაფერს მირჩევნია" - როგორ ულოცავს ბებია დაბადების დღეს ჯაბა კილაძის და თამთა ჭელიძის ქალიშვილს

2023-10-13 07:58:32+04:00

მსახიობ ჯაბა კილაძისა და მომღერალ თამთა ჭელიძის ქალიშვილი ლიზა დღეს 18 წლის გახდა. გოგონამ წელს გამოცდები წარმატებით ჩააბარა და პრაღის უნივერსიტეტის სტუდენტია. დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს ბებია - რეჟისორი და მსახიობი ციცინო კობიაშვილი:

"ბები, დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიცოცხლე, ჩემო სილამაზე, ჩემო სიამაყე, ჩემო საფიცარო. თვრამეტი წლის ხარ უკვე… შენი საოცარი შრომისუნარიანობით და მიზანდასახულობით დღეს პრაღის უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ…

ვიცი, ყველა ოცნებას აიხდენ, ვამაყობ შენით, თუმცა ძალიან მენატრები და შენთან ერთი ჩახუტება ყველაფერს მირჩევნია. ჯანმრთელი და ბედნიერი მიმყოფოს ღმერთმა შენი თავი. მიყვარხარ, მიიყვაარხაარ".

391621177-6826227974064583-8317558621931872263-n-1697170787.jpg

ლიზა რამდენიმე წელია, მოდის სფეროშიც არის, სხვადასხვა დიზაინერის სამოსის სარეკლამო ფოტოსესიებში მონაწილეობს.

391651976-6826261727394541-7795131337391541215-n-1697170787.jpg391691109-6826261767394537-7234047045717707526-n-1697170787.jpg