ვარსკვლავების უკანონო შვილები, რომლებიც ისე ჰგვანან მშობლებს, რომ დნმ-ის ანალიზის ჩატარება საჭირო აღარაა - მშობლები

ვარსკვლავების უკანონო შვილები, რომლებიც ისე ჰგვანან მშობლებს, რომ დნმ-ის ანალიზის ჩატარება საჭირო აღარაა

2023-10-13 12:56:34+04:00

ცნობილი ადამიანები ხშირად ცდილობენ, საზოგადოებას წარსულის უხერხული მომენტები დაუმალონ, არ ისაუბრონ უკანონო ურთიერთობებსა და სიყვარულის ისტორიებზე. ზოგიერთი მათგანი ოფიციალური ურთიერთობის გარეშე დაბადებული შვილების აღიარებაზეც უარს ამბობს. თუმცა, დღეს მოგიყვებით შემთხვევებზე, როდესაც უკანონო შვილები მამებს ისე ჰგვანან, როგორც წყლის ორი წვეთი და დამატებით დნმ-ის ანალიზის ჩატარება საჭირო აღარაა.

ფრანსუა-ანრი პინო

image1-7-1697187800.jpg

სუპერმოდელ ლინდა ევანგელისტას ვაჟი, ავგუსტინ ჯეიმსი ბიზნესმენისგან, სელმა ჰაიეკის ახლანდელი ქმრისგან, ფრანსუა-ანრი პინოსგან ჰყავს. ბიზნესმენი შვილს დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა და მის ფინანსურ მხარდაჭერაზეც უარს ამბობდა. არ მონაწილეობდა ბავშვის აღზრდაში და არც მისი ბედით ინტერესდებოდა. თუმცა, ბიჭი ისე ჰგავდა მამას, რომ, წესით, დნმ-ის ანალიზი საჭირო აღარ იყო. მაგრამ პინომ მაინც მოითხოვა ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ დასთანხმდა ალიმენტის გადახდას, რომელიც თვეში 46 ათას დოლარს შეადგენს.

image-1697266018.png

ჯეკი ჩანი

image2-9-1697187811.jpg

ცნობილ მსახიობს, ჯეკი ჩანს კოლეგასთან ხანმოკლე რომანი ჰქონდა. ამ ურთიერთობის შედეგად, მათ ქალიშვილი, სახელად ეტა შეეძინათ. ამის შემდეგ 20 წელი გავიდა, მაგრამ მსახიობი შვილს არ აღიარებს და მასზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. ეტას ცხოვრებაც, სამწუხაროდ, ცუდად განვითარდა. დედამისი ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული. თავად კი, იმის გამო, რომ თავს არასაჭიროდ და ყველასგან მიტოვებულად თვლიდა, სუიციდი სცადა. ახლა გოგონა ტორონტოში ცხოვრობს და მშობლებთან ურთიერთობა არ აქვს.

untitled-collage-39-cropped-1697266148.jpg

ოუენ უილსონი

image3-9-1697187823.jpg

როდესაც ოუენ უილსონმა მედიცინის მუშაკთან, ვარუნი ვონგსვირატსთან დაიწყო რომანი, უკვე 2 შვილი ჰყავდა. მათ საერთო ქალიშვილი შეეძინათ, თუმცა უილსონი შვილის აღიარებაზე უარს ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და დნმ-ის ანალიზითაც დადგინდა, რომ მსახიობი მისი მამა იყო, ოუენი პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებდა და ქალიშვილი არასოდეს უნახავს. გოგონას დედამ უილსონისაგან 36 ათასი დოლარის მიღება მოახერხა, თუმცა თავად მამაზე ძალიან განაწყენებულია. "როგორ შეიძლება, მამის როლი ითამაშო ფილმებში, როცა რეალურ ცხოვრებაში შენი შვილის მონახულების სურვილი არასოდეს გამოგითქვამს?“ - დაწერა მან საკუთარ ბლოგში. აღსანიშნავია, რომ უილსონი წინა ურთიერთობიდან 2 შვილის ცხოვრებაში სრულადაა ჩართული და მათ სათანადო ყურადღებას აქცევს.

image-1-1697266275.png

არნოლდ შვარცენეგერი

image4-10-1697187835.jpg

არნოლდ შვარცენეგერისა და მარია შრაივერის ქორწინება ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და მყარ გაერთიანებად ითვლებოდა. წყვილი ერთად 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და 4 შვილი შეეძინათ. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არნოლდმა მარიას საკუთარ დიასახლისთან უღალატა. ურთიერთობის შედეგად კი გაჩნდა ბიჭი, რომელსაც ჯოზებ ბაენი დაარქვეს. ის მამას ძალიან ჰგავს, თავის მხრივ, შვარცენეგერმა პასუხისმგებლობა აიღო და ვაჟზე ზრუნავს.

image-3-1697266472.png

კრის ბრაუნი

image5-5-1697187847.jpg

2015 წელს რეპერმა კრის ბრაუნმა განაცხადა, რომ მეგობარი ქალისაგან გოგონა, სახელად ნაია ჰყავს. ბავშვი მამას საოცრად ჰგავს. ბრაუნი მის აღზრდაში მონაწილეობს, ხშირად ატარებს დროს მასთან ერთად და სოციალურ ქსელებშიც ტვირთავს ფოტოებს.

სტივენ ტაილერი

image6-3-1697187860.jpg

სტივენ ტაილერს მოდელთან, ბიბი ბუელთან ხანმოკლე რომანის შედეგად ქალიშვილი, ლივ ტაილერი შეეძინა. 9 წლამდე ლივმა მისი ნამდვილი მამის შესახებ არაფერი იცოდა. როგორც გაირკვა, ბიბის არ სურდა, სტივენს ბავშვის არსებობის შესახებ გაეგო, რადგანაც ის არალეგალურ ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული და ფიქრობდა, რომ გოგონაზე ცუდ გავლენას მოახდენდა. თუმცა, პირველივე შეხვედრისთანავე მიხვდნენ, რომ ისინი მამა-შვილი იყვნენ. ლივი მამას საოცრად ჰგავს და სტივენმაც ქალიშვილი გენეტიკური ტესტის ჩატარების გარეშე აღიარა.

liv-tyler-and-steven-tyler-attend-the-2011-vanity-fair-news-photo-1683214301-1697266567.jpg