რა დაგხვდებათ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში - საზეიმო პროგრამას მცხეთის მერია აქვეყნებს - მშობლები

რა დაგხვდებათ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში - საზეიმო პროგრამას მცხეთის მერია აქვეყნებს

2023-10-13 16:21:14+04:00

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მცხეთის მერია საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს. რა დაგხვდებათ მცხეთაში ამ დღეს, ღონისძიების პროგრამიდან შეიტყობთ

10:00 -13:00 საათი – საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

10:00-18:00 სთ – გამოფენა-გაყიდვები:

  • საშემოდგომო ნობათი – საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
  • ბრენდირებული ღვინოები.
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
  • ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები.
  • იმიტირებული ძველი ბაზარი;
  • XIX საუკუნის რთველი;
  • სამეწარმეო ბაზარი.

10:00-19:00 სთ – შემეცნებითი სივრცეები:

  • კულტურულ-საგანმანათლებლო და ისტორიული სტენდები;
  • მცხეთის დიადი ისტორიის აუდიო ვერსია;
  • ძველებური ბანკი;
  • იარაღების თვალსაჩინოებები;
  • ქართველ მეფეთა სასახლეები;
  • საოქრომჭედლო;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების საგამოფენო სივრცე.

12:00-19:00 სთ – სანახაობრივი და სპორტული წარმოდგენები:

  • სხვადასხვა ოსტატის მასტერკლასები;
  • ანბანის ეტრატებზე წერა;
  • არქეოლოგიური ზონა;
  • სანახაობრივი აქტივობები;
  • სამაგიდო-ინტელექტუალური თამაშები.
  • ბავშვთა გასართობი პროგრამები (ქვიშის მოედანი, გზის რეაბილიტაცია, ხატვის კუთხე, სპორტული-გასართობი აქტივობები, განძის მაძიებლები)

11:00-13:30 სთ – სადღესასწაულო კონცერტი (მცხეთის მუნიციპალიტეტის და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ანსამბლები).

13:30-14:00 სთ – მისალმება-მილოცვა (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები).

15:00-16:00 სთ – ცნობილი იაპონელი მომღერალი – ტოკიკო კატო;

17:00-18:30 სთ – ქართული ესტრადის მომღერალი ანრი ჯოხაძე;

20:00-21:30 სთ – გალა-კონცერტი, ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Killages;

21:30-23:00 სთ – DJ გიგა პაპასკირი.

წამყვანები: მანიკა ასათიანი და დუტა სხირტლაძე.