პრინცესა დაიანას დაკარგული ბრილიანტები - რაში სდებს ბრალს უილიამი მეგან მარკლს - მშობლები

პრინცესა დაიანას დაკარგული ბრილიანტები - რაში სდებს ბრალს უილიამი მეგან მარკლს

2023-10-14 11:03:46+04:00

2017 წელს, პრინც ჰარისთან ქორწინების აღსანიშნავად, სამეფო ოჯახმა მეგანს ორი ბრილიანტი აჩუქა პრინცესა დიანას პირადი კოლექციიდან. ძვირფასეულობა ჰარიმ ჩვეულებრივ ნიშნობის ბეჭედში ჩასვა ბოტსვანურ ქვასთან ერთად. თუმცა ორი წელიც არ გავიდა, რომ ბეჭედი მეგანის თითზე შეიცვალა: ჰერცოგინიას სურვილით, ის უფრო ვიწრო და ფაქიზი დაამზადეს. ამან მაშინვე გამოიწვია უკმაყოფილება ჰარის სამეფო ოჯახის წევრებში.

1412889216298066764-1697267317.jpg

მაისში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე მეგანი სულაც ნიშნობის ბეჭდის გარეშე გამოჩნდა. მისმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ბეჭედი დიზაინერულ დამუშავებას საჭიროებს და რემონტდება.

ამბობენ, რომ პრინცი უილიამი ძალიან ღელავს ამის გამო. გავრცელებული ხმების თანახმად, ჰარის და მეგანს დაძაბული ურთიერთობა აქვთ და უილიამი შიშობს, მისთვის ძვირფასი დიანას ბრილიანტები არ შეეწიროს ამ ამბებს. იმასაც ამბობენ, რომ უილიამი ოფიციალურად დაინტერესდა დედის ძვირფასეულობის ბედით და მოითხოვა ახსნა-განმარტება მეგანისგან.

ცნობისათვის, ჰარისა და მეგანის წყვილის სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომლებმაც დიდად დააზიანა სამეფო ოჯახის ავტორიტეტი, უილიამს საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს ძმასთან. ამას დაემატა დედოფლის გარდაცვალება და უილიამი დარწმუნებულია, რომ ბებიის სიკვდილი ჰარის ქცევებმაც დააჩქარა.

x1350-0xac120004-11711320801683994539-1697267582.jpeg
მეფე ჩარლზი და მისი რიგით პირველ-მეორე მემკვიდრეები - პრინცი უილიამი და პრინცი ჯორჯი