ბოლო პერიოდში, აბიტურიენტთა სოციალური ქსელის ჯგუფეში სკოლებში საატესტატო გამოცდების დაბრუნებას აქტიურად განიხილავენ. ნაწილი წერს, რომ გამოსაშვები გამოცდების დაბრუნება 2025 წლიდან იგეგმება, ზოგი კი უფრო ახლო პერიოდს ასახელებს. მოსწავლეები ამბობენ იმასაც, რომ გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაცია სკოლის დირექტორებისაგან მიიღეს.
საკითხის გადასამოწმებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე, სკოლის საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არის და მე-11-მე-12 კლასებში დაბრუნება არ განიხილება. სიახლეების შემთხვევაში კი, მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციას წინასწარ ეცნობება.
შეგახსენებთ, რომ საატესტატო გამოცდები სკოლებში 2020 წლიდან მოიხსნა. იქამდე მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები 8 ძირითად საგანში სკოლაში გამოცდებს აბარებდნენ. ატესტატის მისაღებად კი ყველა საგანში მინიმალური ზღვარი უნდა გადაელახათ.
თამარ იაკობაშვილი