"სავარაუდოდ, ბავშვმა იმ საშინელებას ვერ გაუძლო, რაც გადაიტანა" - 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს: მისი ბაბუა მოზარდზე ძალადობისთვის იხდის სასჯელს - მშობლები

"სავარაუდოდ, ბავშვმა იმ საშინელებას ვერ გაუძლო, რაც გადაიტანა" - 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს: მისი ბაბუა მოზარდზე ძალადობისთვის იხდის სასჯელს

2023-10-16 12:59:47+04:00

გუშინ, გვიან ღამით ხაშურში, მე-9 კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. 14 წლის გოგონა მეზობლებმა კორპუსის ეზოში უგონო მდგომარეობაში და სისხლის გუბეში ნახეს. ადგილობრივებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ამ ტარგედიას უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს.

გოგონას სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში - 2 წლის წინ არასრულწლოვანი ჩვენებას ბაბუის წინააღმდეგ აძლევდა.

ambebi.ge-ს წყარო უყვება:

"როგორც ახლობლები ამბობენ, მას შემდეგ, რაც გოგონაზე ბაბუამ იძალადა, მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სამართალდამცავებს მოუწევს გაარკვიო ზუსტად რა მოხდა, უბედური შემთხვევაა თუ თვითმკვლელობა, მაგრამ, სავარაუდოდ, ბავშვმა იმ საშინელებას ვერ გაუძლო, რაც გადაიტანა...

განაგრძეთ კითხვა