დედებს, როგორც წესი, თავიანთი შვილებისთვის საუკეთესო ემეტებათ და სურთ, რომ ისინი წარმატებული და ბედნიერი ადამიანები იყვნენ. თუმცა, სამწუხაროდ, არიან ისეთი ქალებიც, რომლებსაც თავიანთი ქალიშვილების მიმართ მხოლოდ კრიტიკულ განწყობას, საყვედურებს და უხეშობას იჩენენ. ფაიქოლოგების აზრით, ამის მიზეზი ერთგვარი შურია, თუმცა ამის აღიარება დედებს არ სურთ და ამ ქცევას კეთილი ზრახვების სახელით ნიღბავენ. სხვადასხვა თემატურ ჯგუფში, ალბათ, შეგხვედრიათ გოგონების პოსტები, რომლებიც ამბობენ, რომ დედა მათ მეუღლეს მუდმივად აკრიტიკებს, უბიძგებს დაშორებისკენ, უარყოფით შეფასებებს აკეთებს გარეგნობაზე, უყალიბებს კომპლექსებსა და ეჭვებს. ეს საკმაოდ საყურადღებო პრობლემაა, რომელზეც ფსიქოლოგებიც საუბრობენ:
ამ შეკითხვაზე ფსიქოლოგებს ერთი ზუსტი და მკაფიო პასუხი არ აქვთ. მიზეზი შეიძლება, მრავალი იყოს. მათ შორის:
პირველი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ დედების მიმართ ქალიშვილების მიმართ უხეში განწყობა ოჯახში დამკვიდრებული წესია და თაობიდან თაობას გადაეცემა.
მეორე მიზეზი შესაძლოა, ქალის დაბალი თვითშეფასება და არასრულფასოვნების კომპლექსი იყოს. ჯანსაღ მოდელში ოჯახის თითოეულ წევრს თავისი ადგილი, მკაფიოდ მინიჭებული როლები და პასუხისმგებლობები აქვს. თუ ქალი თავს დაჩაგრულად თვლის და მის ფონზე, შვილს წარმატებები აქვს, შესაძლოა, ეგოისტურმა ფიქრებმა შეაწუხოს. დედა შვილის წარმატებებით უნდა ამაყობდეს, უხაროდეს, რომ ბედნიერია. თუმცა, მაშინ, როდესაც შური არსებობს, შვილის ნებისმიერ საქციელს გმობს, არ აღიარებს მის მიღწევებს, ნებისმიერ კარგში სულ ცუდს ეძებს.
თავის მხრივ კი, ქალის მსგავსი დამოკიდებულება შეიძლება შემდეგი მიზეზებით იყოს გამოწვეული:
შვილი დაუგეგმავად გაუჩნდა, ან მისი დაბადება მისთვის განსაკუთრებულ ტკივილთან და ტრავმასთანაა დაკავშირებული და დედობრივი სიყვარული ნაკლებად აქვს.
დედა საკუთარ წარუმატებლობას მას აბრალებს. შვილს საყვედურობს, რომ მის გამო არ აქვს სამსახური, მის გამო თქვა რაღაცებზე უარი, კარიერა დაენგრა, გარეგნობა შეეცვალა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, წარუმატებელი პირადი ცხოვრებაც ხშირად აგრესიის მიზეზია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გოგონა ქორწინებაში ბედნიერია, დედას კი ოჯახი დაენგრა, მეუღლე არ ჰყავს გვერდით და ასე შემდეგ.
დედობა დიდი პასუხისმგებლობაა. ზოგჯერ ქალები ამ პასუხისმგებლობის გააზრებას ვერ ახერხებენ. მათ თავიდანვე არ სურთ ბავშვის აღზრდა და რაღაცების შეცვლა. უნდათ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნონ, ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ და რაღაცნაირად, ამ რუტინაში შვილის ადგილსა და როლს ვერ ხედავენ.
მაშინ, როცა ქალი არათავდაჯერებულია და მუდმივად ტანჯავს შეგრძნება, რომ რაღაცას ვერ მიაღწია, რაღაც უნდოდა და ვერ შეისრულა, ქალიშვილში კონკურენტს ხედავს. ფარულად შურს, რომ მის ოცნებებს მისი შვილი ისრულებს. როგორც წესი, დედები ამას არასოდეს აღიარებენ, მაგრამ ძალიან დიდი აგრესია უგროვდებათ და შვილის მიმართ გამოხატავენ, დაუმსახურებლად აკრიტიკებენ, აუფასურებენ ყველა მიღწევასა და წარმატებას.
ყველა ადამიანი განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის. ბავშვობიდან, მოზარდობიდან შემდგომ უფრო სერიოზული და პასუხისმგებლიანი ცხოვრება იწყება. ზოგიერთი ადამიანი კი განვითარების ამ ეტაპებს ჩამორჩება და მუდმივად აქვს განცდა, რომ ბავშვია, მხოლოდ მას უნდა მიაქციონ ყურადღება და მხოლოდ მასზე უნდა იზრუნონ. ასეთი ქალები, როდესაც შვილებს აჩენენ, სამწუხაროდ, ვეღარ ახერხებენ, რომ საკუთარი სურვილების პარალელურად, მათი მოთხოვნებიც გაითვალისწინონ.
შეეცადეთ, დედასთან საუბრისას ნეიტრალური თემები შეარჩიოთ. აგრძნობინეთ პატივისცემა და შეეგუეთ,, რომ შექებასა და მოწონებას მიიღებთ. თუკი ხედავთ, რომ ცუდადაა, ემოციურად რაღაც აწუხებს, გვერდით დაუდექით და საკუთარ ბედნიერებაზე იმ მომენტში ნუ ილაპარაკებთ.