ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, შემოქმედებითად აქტიურია, მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტში, წერს სიმღერებს, 5 ნოემბერს კი ნიუ-იორკში საკუთარ სოლო კონცერტს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრემ უკრაინულ "ვოისში" გაიმარჯვა და ამერიკის კონექტიკუტის შტატის "ნიჭიერშიც" შეძლო თავისი ნიჭის საზოგადოებისთვის დამტკიცება.
მომღერალმა ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე სამოტივაციო ვიდეო გამოაქვეყნა. ალექსანდრე ამბობს, რომ წონის გამო თავს ცუდად გრძნობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რაღაცები შეეცვალა ცხოვრებაში, დაიწყო ვარჯიში, წონაში საგრძნობლად დაიკლო და დაწერა სიმღერა "Just Breathe". საზოგადოების წინაშე კი განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა.
"ადამიანს ჩამოვარდნის აღარ გეშინია, როდესაც უკვე იფორთხიალე მიწაზე, რადგან სულაც რომ ამის მეხსიერება გაგიქრეს, გულში ის ხმა, რომელიც განიშნებს, რა არის სწორი და რა - არასწორი, მაინც ყოველთვის შენ გვერდით იქნება, რომ სწორი ნაბიჯები გადაგადგმევინოს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე!" - დაწერა ალექსანდრემ საკუთარ გვერდზე.
ახალგაზრდა მომღერალი ახალ და ძველ სიმღერებს მსმენელს ნიუ-იორკში სოლო კონცერტზე შესთავაზებს. იქამდე კი ალექსანდრე ზაზარაშვილის ახალი სიმღერის მცირე მონაკვეთს გაგიზიარებთ: