მიიჩნევა, რომ დილის რუტინა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთელი დღეს. ყველაფერ ჯანსაღს, რასაც იღებთ გაღვიძების შემდეგ, დიდი სარგებლობა მოაქვს. არსებობს რამდენიმე სასმელი, რომლებსაც სასარგებლო თვისებებს მიაწერენ: ზოგს ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან და ზოგი იმუნიტეტს ამაღლებს.
მსგავს სასმელებს აქტიურად იყენებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და სწორედ მათ მიერ გაზიარებულ 3 რეცეპტს გთავაზობთ. ამბობენ, რომ ამ სასმელებს - ე.წ. დეტოქს-კოქტეილებს რეგულარულად იღებენ დილაობით და ამის წყალობით კანიც წესრიგში აქვთ, მთელი დღე ენერგიულები არიან და ორგანიზმსაც ისუფთავებენ.
49 წლის ვიქტორია ბექჰემს ყოველთვის უყვარდა ექსპერიმენტები სილამაზისა და ჯანმრთელობის ახალ და საინტერესო საშუალებებთან. ახლახან აღიარა, რომ ყოველი მისი დილა იწყება უჩვეულო ცხელი სასმელით - "ქერის ყავით", რომელიც რა თქმა უნდა, ყავა არ არის. ეს უკოფეინო სასმელი მოხალული და დაფქვილი ქერისგან არის მომზადებული.
"ყოველ დილას ქერის ყავით ვიწყებ. მასში არ არის არც ყავა და არც სხვა რაიმე სტიმულატორი. ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტური და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამაუმჯობესებელი თვისებები აქვს".
ცნობილია, რომ კოფეინი კოლაგენის განახლებას ანელებს, ასე რომ, ვიქტორია შესაძლოა მართალია. ასევე უყვარს სასმელში დარიჩინის დამატება.
ჯენიფერ ენისტონი 54 წლის არის და მშვენივრად გამოიყურება. მისი თქმით, დილას ერთი დიდი ჭიქა ესპრესოთი იწყებს, რომელშიც კოლაგენის პეპტიდს ამატებს. შემდეგ ამავე სასმელში უმატებს დარიჩინს, ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, რის შემდეგაც რძით აზავებს ამ ყველაფერს და სვამს.
კოლაგენის დანამატები დიდი პოპულარობით სარგებლობს. კოლაგენი ცილაა, რომელიც ეფექტურად ასრულებს კანის კარკასის ფუნქციას და სახეს მკვრივად ინარჩუნებს. როცა კოლაგენის მარაგი მცირდება, დაახლოებით 25 წლისთვის შეიძლება იწყება პირველი წვრილი ნაოჭებისა და ნაკეცების გაჩენა.
57 წლის სელმა ჰაიეკის ახალგაზრდობის კოქტეილი კი მისთვის ენერგიის, ანტიოქსიდანტებისა და С ვიტამინის წყარო ყოფილა. "თუ გსურთ, რომ თქვენი დილის ფორთოხლის წვენი ბევრად სასარგებლო იყოს, რამდენიმე რჩევას მოგცემთ", - ამბობს მსახიობი. ჰაიეკი წვენს ცოტა კურკუმას უმატებს, რომელსაც ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ხოლო ორგანიზმმა რომ კურკუმა უკეთ შეითავსოს, ცოტა შავი წიწაკაც უნდა დავუმატოთ, თირმე. წიწაკაშერეული წვენი ბევრად სასარგებლოა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვსო.
მსახიობმა დილის საუზმისთვის სასარგებლო კიდევ ერთი წვენი გაამხილა - ქაცვის წვენი. ქაცვის წვენი კანის სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შესანიშნავი საშუალება ყოფილა და ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი. მათ შორის, კოლაგენს.