ეს ოპტიკური ილუზია თქვენს ქვეცნობიერში დამალული შიშების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგცემთ და გაიგებთ იმასაც, თუ როგორ შეიძლება ამ შიშს ებრძოლოთ. თქვენი ამოცანაა, შეხედოთ სურათს და დააფიქსიროთ, რა დაინახეთ პირველივე ჯერზე. შემდეგ კი განმარტება წაიკითხეთ:
თუ პირველი, რაც სურათზე დაინახეთ, ხე და მის ირგვლივ მოფარფატე ჩიტებია, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად გეშინიათ უცნობი, დაუგეგმავი სიტუაციების, რომლებსაც წინასწარ ვერ გააკონტროლებთ. ეს შიში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გაბრკოლებთ. ხალხი აღფრთოვანებულია თქვენი შესაძლებლობებით და იმ უნარით, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან ფრთხილი ხართ. თუმცა, ზოგჯერ გადამეტებული სიფრთხილე ცხოვრებაში მნიშვნელოვან შანსსა და შესაძლებლობას გაკარგვინებთ. იმის შიში, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი არ მოხდეს, სიახლეებსა და განვითარებას აბრკოლებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის რწმენა გაზარდოთ, დაფიქრდეთ, როდის ჯობს რეალურად სიფრთხილის გამოჩენა და როდის - თამამი გადაწყვეტილების მიღება, და შფოთვისაგან გათავისუფლდეთ.
აღნიშნული ოპტიკური ილუზიის ავტორი ამბობს: "მთელი თქვენი ენერგია სიტუაციის ანალიზისკენაა მიმართული და ზოგჯერ გამოსავლის ძიებაში იმდენ დროს კარგავთ, რომ რეაქციები მოვლენების მიმართ ზედმეტად შენელებული და დაგვიანებულია."
თუ პირველი, რაც თვალში მოგხვდათ, გორილა და ლომია, ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად კრიტიკის გეშინიათ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც რჩევებისთვის ხშირად მიმართავენ. გსურთ, ყველა მეგობრისთვის, ახლობლისთვის, გარშემო მყოფებისთვის კარგი ადამიანი იყოთ, თქვენ მიმართ ყველას კეთილგანწყობა ჰქონდეს. მაგრამ, არის რისკი, რომ საკუთარი რეალური სურვილები დაივიწყოთ და სულ ეცადოთ, სხვების მოსაწონად მოიქცეთ, ისე იცხოვროთ, როგორც მათ გაუხარდებათ. ასეთი ადამიანები ხშირად პირად საზღვრებს კარგავენ და კეთილგანწყობითა და სიკეთით სხვებიც მარტივად სარგებლობენ.
აღნიშნული ოპტიკური ილუზიის ავტორი ამბობს: "ხშირად ცდილობთ, ისე ილაპარაკოთ, ისე იმოქმედოთ, რომ ეს სხვებს მოეწონოს, მათგან კრიტიკა თავიდან აირიდოთ და შექება დაიმსახუროთ. თუმცა, შესაძლოა, მსგავსმა დამოკიდებულებამ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას და დიდი სტრესის წყაროც გახდეს."