ჯვრისწერა იტალიაში - თათია შარანგიასთან 10-წლიანი ქორწინების შემდეგ, სანდრო შელიამ ახალ რჩეულზე ოფიციალურად იქორწინა (ფოტოები) - მშობლები

ჯვრისწერა იტალიაში - თათია შარანგიასთან 10-წლიანი ქორწინების შემდეგ, სანდრო შელიამ ახალ რჩეულზე ოფიციალურად იქორწინა (ფოტოები)

2023-10-23 11:29:57+04:00

ბიზნესმენმა სანდრო შელიამ ჟურნალისტ ნინა ხუბუტიაზე ოფიციალურად იქორწინა. ჯვრისწერის ცერემონია იტალიაში გაიმართა, სადაც წყვილი უკვე კვირაზე მეტია იმყოფება.

"და მან თქვა, დიახ“ - ამ ტექსტით შელიამ რჩეულის ფოტო პირველად სექტემბერში გამოაქვეყნა.

სანდრო შელიასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებაში პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიასთან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. წყვილი ერთად ათი წელი ცხოვრობდა და შარშან აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები