კონსტანტინე მელაძისა და ვერა ბრეჟნევას განქორწინების შესახებ თაყვანისმცემლებმა დიდი ხნის წინ შეიტყვეს. სოციალურ ქსელში მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ წყვილი პოლიტიკის გამო დაშორდა. ახლახან კონსტანტინე მელაძის ძმამ, ვალერი მელაძემ ეს ვარაუდები კატეგორიულად უარყო.
მელაძე-ბრეჟნევას წყვილი 2015 წელს რამდენიმეწლიანი ფარული რომანის შემდეგ იტალიაში დაქორწინდა. თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ, რომ კლასიკური სიყვარულის ისტორია პროდიუსერსა და მომღერალს შორის ჭეშმარიტი და სამუდამო იქნებოდა. თუმცა დადგა 2022 წელი და ყველაფერი შეიცვალა - ვარსკვლავური ოჯახის დაირღვა.
ვერა ბრეჟნევამ რუსეთი დატოვა. ბოლო წელიწადნახევარია ევროპაში ცხოვრობს, სადაც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება და სცენაზე დაბრუნებას ცდილობს. პროფესიულ პრობლემებს პირადი პრობლემებიც დაემატა: ქმარს დაშორდა. მან ეს ძალიან უბრალოდ და სასხვათაშორისოდ გააგებინა საზოგადოებას - თავისი ახალი ალბომის სოციალურ ქსელში წარდგენისას დაწერა: "განქორწინება, ტრანსფორმაცია, მადლიერება, მუსიკა და ხმა".
დაშორების ზუსტი მიზეზი არავინ იცის. ზოგი კონსტანტინეს ღალატზე საუბრობს, ("ბუმერანგივით მოუბრუნდა ვერასო"), ზოგი დარწმუნებულია, რომ მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებია. ამ ბოლო ჭორს პროდიუსერის ძმა ვალერი მელაძე გამოეხმაურა.
„ასეთი სისულელე თავში როგორ უნდა მოგივიდეს?! კოსტია აბსოლუტურად აპოლიტიკურია. მათ ბევრი უთანხმოება აქვთ ოჯახურ საკითხებზე" - - აღშფოთდა ვალერი მელაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამ განშორების მთავარი გმირები თავად დუმილს ინარჩუნებენ. ვერა ბრეჟნევამ მხოლოდ მათი გადაწყვეტილების პატივისცემა ითხოვა: ”ინტერნეტში ბევრი სპეკულაციური თემა ვრცელდება იმის თაობაზე, თუ რატომ დავშორდით მე და კონსტანტინე, მაგრამ ვინდა დავიტოვოთ უფლება, რომ ამაზე კომენტარი არ გავაკეთოთ.” - წერს ვერა ბრეჟნევა.