55 წლის სელინ დიონის ცხოვრება მძიმე დიაგნოზით, საყვარელი ქმრის და სცენის გარეშე - "ეს უიშვიათესი დაავადებაა... ყოველდღიური ბრძოლა მიწევს..." - მშობლები

55 წლის სელინ დიონის ცხოვრება მძიმე დიაგნოზით, საყვარელი ქმრის და სცენის გარეშე - "ეს უიშვიათესი დაავადებაა... ყოველდღიური ბრძოლა მიწევს..."

2023-10-23 18:34:16+04:00

მსოფლიო ვარსკვლავი, მილიონობით ადამიანის საყვარელი მომღერალ სელინ დიონი ბოლო წლებში საკმაოდ დიდი განსაცდელების წინაშე დადგა, რაც არ აძლევს საშუალებას, საყვარელი მაყურებელი გაანებივროს კონცერტებით. 2016 წელს თავისი ერთადერთი სიყვარული, მეორე ნახევარი დაკარგა, რომლის გარდაცვალება მძიმედ განიცადა. შემდეგ კი, როცა როგორც იქნა, 2019 წელს, სცენას დაუბრუნდა, სულ რამდენიმე წელში საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.

ამის შესახებ მომღერალმა შარშან თავად ისაუბრა ვიდეომიმართვაში, რომელიც მაყურებელს მიუძღვნა. სელინმა აღნიშნა, რომ ძალიან უჭირდა ამაზე საუბარი, თუმცა თავს ვალდებულად თვლიდა გაემხილა ის სერიოზული მიზეზი, რის გამოც დაგეგმილი გასტროლების გაუქმება მოუწია.

სელინის თქმით, მას იშვიათი ნევროლოგიური დაავადება აქვს, რომელიც მილიონში 1-2-ს ემართება. ეს არის ცენტრალური ნევრული სისტემის დაავადება, ე.წ. კუნთების დაჭიმულობის სინდრომი - ამ დროს პაციენტს გამუდმებით დაჭიმული აქვს კუნთები და მტკივნეულ სპაზმებს განიცდის. სწორედ ამგვარი სიმპტომები აქვს სელინ დიომს. მას ყოველდღიურად აქვს უკონტროლო კუნთების სპაზმები, ასევე ამის გამო უჭირს ხშირად სიარული და სიმღერა.

"ჩემთან ექიმების გუნდი მუშაობს და მეხმარებიან გამოჯანმრთელებაში. ჩემ გვერდით არიან ჩემი შვილები, რომლებიც მხარში მიდგანან. მეც გულმოდგინედ ვმუშაობ თერაპევტთან ერთად, რომ ძალები აღვიდგინო და შევძლო კვლავ გამოსვლა, მაგრამ ეს ნამდვილი ბრძოლაა", - აღნიშნა დიონმა.

დაავადება ნაკლებად შესწავლილია და პროგრესირებადი. "იმედი მაქვს, გამოჯანმრთელების გზაზე ვარ..."

14-დან ერთი...

სელინ მარი კლოდეტ დიონი 1968 წლის 30 მარტს დაიბადა შარლემანში, კვებეკში (კანადა), ადემარ დიონისა და ტერეზა ტანგეს მრავალშვილიან ოჯახში. ამ ოჯახში 14 ბავშვი იზრდებოდა და სელინი ნაბოლარა იყო. როგორც თავად ყვება, ძალიან ღარიბულად, თუმცა ბედნიერად ცხოვრობდნენ. მუსიკა კი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. თავად დიონსაც სახელი "სელინ" ფრანგი მომღერლის იუგ ოფრეს ამავე სახელწოდების სიმღერის პატივსაცემად დაარქვეს და ერთგვარად, მისი მომავალიც განსაზღვრეს.

1973 წელს 5 წლის სელინს პირველი საჯარო გამოსვლა ჰქონდა უფროსი ძმის ქორწილში, სადაც იმღერა მარტომაც და და-ძმასთან ერთადაც. მაშინვე ოცნებობდა მომღერლობაზე. ამიტომაც იყო, რომ უკვე 12 წლიდან შეუდგა კარიერას, რაშიც დედა ძალიან ეხმარებოდა. "სულ მენატრებოდა ჩემი დიდი ოჯახი და სახლი, მაგრამ არ ვნანობ, რომ ჩემი სიჭაბუკის წლები დავკარგე. მე ხომ დიდი ოცნება მქონდა - მომღერლობა".

26603104-8169561-then-and-now-celine-dion-marked-her-52nd-birthday-on-monday-and-m-45-1585611183339-1698084637.jpg

12 წლისამ დედასა და ძმასთან - ჟაკთან ერთად შექმნა თავისი პირველი სიმღერა«Ce n’était qu’un rêve». ძმამ ეს სიმღერა გაუგზავნა მუსიკალურ მენეჯერ რენე ანჯელილს, რომლის სახელიც ჟანეტ რენოს ალბომის უკანა მხარეს აღმოაჩინა. ანჯელილი აღფრთოვანდა სელინის ხმით და გადაწყვიტა, რომ მისგან ვარსკვლავი გამოეძერწა.

ახალი ვარსკვლავის ამობრწყინება

gettyimages-114146046-1698084763.jpg

ახალგაზრდა სელინ დიონი

1981 წელს ანჯელილმა თავისი სახლი ჩადო ბანკში, რომ სელინის პირველი ჩანაწერი დაეფინანსებინა - La voix du bon Dieu, რომელიც მაშინვე ჰიტად იქცა კვებეკში. მალე სელინის პოპულარობა გაიზარდა და 1982 წელს ტოკიოში მუსიკალურ ფესტივალ Yamaha-ზე მიიწვიეს, სადაც საუკეთესო შემსრულებლის პრემია მიიღო.

1983 წელს პირველი კანადელი მომღერალი გახდა, რომელსაც საფრანგეთში ოქროს ფირფიტა გადასცეს. მალე მთელ ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად და აღმოჩენად.

ამერიკაში ჯერ არავინ იცნობდა. ძირითადად იმიტომ, რომ დიონი ფრანგულად მღეროდა. 18 წლისამ მაიკლ ჯეკსონის გამოსვლა ნახა და ანჯელილს უთხრა, რომ სურდა, ჯეკსონივით ვარსკვლავი გამხდარიყო. ანჯელილმა კი კარგად გათვალა, რა უნდა შეეცვალა, რათა მსოფლიო ვარსკვლავი შეექმნა...

დიონი მცირე ხნით გაქრა სცენიდან, რა დროსაც სტომატოლოგიური ოპერაცია გადაიტანა - მკვეთრად შეიცვალა პირის ღრუ, ასევე ჩააბარა ბერლიცის სკოლაში ინგლისურის შესასწავლად.

1989 წელს, ერთ-ერთი ადგილობრივი ტურის დროს უცებ ხმა დაკარგა. ექიმება არჩევანის წინაშე დააყენეს - ან სახმო იოგების ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ან სამი კვირის განმავლობაში საერთოდ არ ემღერა. დიონმა ეს უკანასკნელი აირჩია და ამ პერიოდში კვლავ სწავლას დაუთმო მთელი დრო - ვოკალური სწავლება გაიარა ამჯერად, რადგან ექიმმა დაარწმუნა, რომ სახმო იოგებს არასწორად იყენებდა.

1990-იან წლებში კი დადგა ის ვარსკვლავური საათიც, როცა სელინმა ინგლისურენოვანი ალბომები გამოუშვა და პოპ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად იქცა. ის დღემდეა ყველაზე გაყიდვადი კანადელი შემსრულებელი, ერთადერთი მომღერალი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ორი სიმღერის მილიონი ასლი გაყიდა, ხოლო მისი 1995 წლის ალბომი D’eux ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ფრანგულენოვანი ალბომია. ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი მსოფლიოში. მისი ჯილდოებისა და პრემიების ჩამოთვლა კი ძალიან შორს წაგვიყვანს...

1665926678570-1698085209.jpg

the-reason-celine-dion-song-1698085435.jpg

ოჯახი

მისი პროდიუსერი და მფარველი, მისი მუდმივი თანამგზავრი რენე ანჯელილი, რომელიც მასზე 26 წლით იყო უფროსი, მალე მის მეორე ნახევრადაც იქცა. ოფიციალური ცნობებით, მათ 1988 წელს დაიწყეს რომანტიკული ურთიერთობები, 1991 წელს ნიშნობა გამოაცხადეს, ხოლო 1994 წელს იქორწინეს.

63c6a4577dc955b2619a8cb690cb1ddd-1698085630.jpg

თავბრუდამხვევი წარმატებების პიკში, 1999 წელს, დიონმა მოულოდნელად შესვენება გამოაცხადა კარიერაში და გამოაცხადა, რომ ოჯახს უთმობდა მთელ დროს. ამ პერიოდში მის ქმარს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სელინს სურდა მის გვერდით ყოფილიყო, თანაც, ორივეს უნდოდა, რაც შეიძლება მალე გაეჩინათ შვილები და მოესწროთ, დამტკბარიყვნენ ოჯახური ბედნიერებით. იმავე წელს სელინმა ნიუ-იორკის კლინიკაში ორი ოპერაცია ჩაიტარა - რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დაორსულების შანსები რომ გაეზარდა და ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზას მიმართა, რის შედეგადაც, 2001 წელს დაიბადა წყვილის პირველი ვაჟი რენე-შარლ ანჯელილი. 2010 წელს კი დიონმა ხელოვნური განაყოფიერების მორიგი მცდელობის შედეგად გაჩნდა დიონის ტყუპი ვაჟი - ედი და ნელსონი.

celine-dion-1-435-1-8ae89e563f0149ff87e42192c8a442a9-1698085980.jpg

2016 წელს რენე ანჯელილი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. ორ დღეში გარდაიცვალა სელინ დიონის 59 წლის ძმა, დანიელი, ყელისა და თავის ტვინის სიმსივნით და სელინისთვის ეს ორი ტრაგედია ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, რომლის გადატანასაც წლები ცდილობდა...

როცა ფიქრობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, დაუბრუნდა სცენას და საჯარო ღონისძიებებზეც გამოჩნდა, სწორედ მაშინ დაუსვეს თავად რთული დიაგნოზი, რომელთან ცხოვრებასაც ახლა სწავლობს სულით ძლიერი და უნიჭიერესი ქალი, რომელიც ბრძოლის დაუსრულებელ მაგალითებს უჩვენებს თაყვანისმცემლებს.

celine-dion-seven-more-outfits-1698085980.jpgceline-dion-te-230810-e40998-1698085980.jpg2019-01-22t155256z-87164250-rc114a218e20-rtrmadp-3-fashion-paris-haute-couture-1698085979.jpg393723755-235088639576349-6770288114577949992-n-1698085979.jpg