მაჰსა ამინის გახმაურებული საქმის შემდეგ, ირანის ზნეობის პოლიციას კიდევ ერთი გოგონა ემსხვეპლა. საერთაშორისო მედიის ცნობით, თავსაბურავის არასწორად ტარების გამო, პოლიცია თავს 16 წლის არმიტა გერავანდს დაესხა, რომელიც მიყენებული ტრავმების შედეგად კომაში ჩავარდა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად "ტვინის სიკვდილი“ სახელდება.
თეირანის მეტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ, გოგონა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ბევრად უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებს ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარების წესებს არღვევენ.
ინტერნეტში გამოქვეყნდა კადრებიც, რომელშიც მოზარდი მორალის პოლიციის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ ჩანს. განაგრძეთ კითხვა