ცნობილი მოდელის მორიგი ხმაურიანი გამოჩენა - 8 თვის ორსული 5 წლის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა პოდიუმზე - მშობლები

ცნობილი მოდელის მორიგი ხმაურიანი გამოჩენა - 8 თვის ორსული 5 წლის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა პოდიუმზე

2023-10-25 11:34:11+04:00

ბოლო წლებში, ლაქტაციის მნიშვნელობაზე სულ უფრო მეტი ცნობილი ადამიანი საუბრობს და ქალებს ხშირად მოუწოდებენ, რომ თუ საშუალება აქვთ, შვილების ძუძუთი კვებაზე უარი არ თქვან. ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ და სამოტივაციო ფრაზებსაც ურთავენ. თუმცა, 37 წლის მოდელი მარა მარტინი სოციალურ ქსელებს არ დასჯერდა და მნიშვნელოვანი მესიჯის გადასაცემად საკუთარ პატარა შვილთან ერთად პოდიუმზე გავიდა. თან ბავშვს ძუძუთი კვებავდა. 5 წლის შემდეგ მოდელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა და ემოციური კადრები შექმნა:

37 წლის მარა მარტინი მაიამიდანაა და წარმატებული მოდელია. უამრავ ჩვენებასა და გადაღებაში მონაწილეობს, თუმცა 2018 წელს მისი ფოტოები მთელი მსოფლიოში გავრცელდა. იგი პოდიუმზე ბიკინით გავიდა, ხელში 5 თვის შვილი ეჭირა და ძუძუთი კვებავდა. ის ამ ჟესტით ყველა ქალს ეუბნებოდა, რომ ლაქტაცია მათი შვილებისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა და ამაზე უარი არ თქვან, არც საზოგადოების რეაქციის შერცხვეთ და ბავშვების კეთილდღეობაზე იზრუნონ.

მოდელი ამბობს, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ და სტერეოტიპებისა და არასწორი შეხედულებების გამო საკუთარ სურვილებზე უარის თქმა არ უნდა უწევდეთ.

5 წლის შემდეგ მარა მარტინი პოდიუმზე კვლავ გამოჩნდა. არც ამჯერად ყოფილა მარტო. მოდელი 8 თვის ორსული იყო. ამავდროულად, მას თან ახლდა შვილი, რომელსაც 2018 წელს პოდიუმზე ძუძუთი კვებავდა. წაიკითხეთ ვრცლად და იხილეთ ფოტოები