თვის ბოლომდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა:
"პარასკევსა და შაბათ-კვირას დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 27 გრადუსის ფარგლებში იქნება, თბილისში 25-27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ორშაბათს, 30 ოქტომბერს, შესაძლოა, დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექი აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში კი თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 31 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შეიძლება, მოიღრუბლოს და მცირე ნალექი იყოს. თვის ბოლომდე შეიძლება ითქვას, რომ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.
მისივე თქმით, ნოემბერში დასავლეთ საქართველოში ნალექები ნორმაზე მეტი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. თვის საშუალო ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში, 10-12 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში კი 7-9 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თამარ იაკობაშვილი