"დედა ჩემთვის არის ერთადერთი ოქრო, რომელიც გულში მაქვს... ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ამნეზია რომც დამემართოს..." - ვაჩეს ემოციური სიტყვები დედაზე - მშობლები

"დედა ჩემთვის არის ერთადერთი ოქრო, რომელიც გულში მაქვს... ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ამნეზია რომც დამემართოს..." - ვაჩეს ემოციური სიტყვები დედაზე

2023-10-29 19:30:25+04:00

პატარა მომღერალ ვაჩე ღვინიაშვილს ყველა იცნობს. პროექტ "რანინაში" მონაწილეობის შემდეგ, არაერთ გადაცემაში გამოჩნდა და საზოგადოების წინაშე წარდგა არა მხოლოდ მომღერალი, ასევე, როგორც პოეტი. ამჯერად, ვაჩემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად ისაუბრა დედის არსსა და მნიშვნელობაზე. მისი სიტყვები ძალიან ემოციური აღმოჩნდა უამრავი დედისთვის და სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებაც ჰპოვა.