ხშირად მომავადე ბავშვი მშობლისთვის შიშებსა და ზოგჯერ პანიკის მიზეზიც ხდება. გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც სწორედ ხშირად მოავადე ბავშვებს ეხებათ:
საბავშვო ბაღში მისვლის პირველ ან მეორე წელს მწვავე რესპირატორული ინფექციებით წელიწადში 10-ჯერ ავად გახდომა სრულიად ნორმალური მდგომარეობაა. როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღში სიარულს იწყებს, ის ყოველდღიურად უამრავ ვირუსთან შედის კონტაქტში.ზოგიერთი მათგანი ადრე უკვე შეხვედრია და მისი სხეული ცნობს მას, მაგრამ ზოგიერთს პირველად ხვდება და სწორედ ამ შემთხვევაში ხდება ავად.
ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და ჩვენი სხეულიც განსხვავებულია. დაავადდება თუ არა ადამიანი ვირუსის ან ბაქტერიის ზემოქმედების დროს, დამოკიდებულია ორგანიზმის მიმღებლობაზე. თუ ბავშვს ადრე ჰქონია შეხება ამ ვირუსთან (მაგალითად, ბავშვობაში ვირუსი ბაღიდან უფროსმა ძმამ მიიტანა სახლში) ან რაიმე მიზეზით მისი ორგანიზმი იმუნურია, მაშინ ის არ დაავადდება. ზოგიერთი ბავშვი მართლაც იშვიათად ავადმყოფობს. თუმცა ისინი, ვინც ხშირად ავადდებიან, უმეტესად სასკოლო ასაკში წყვეტენ ხშირად ავადობას და ძლიერ იმუნიტეტს იმუშავებენ.
არ ასუსტებს, თუ ყოველი ავადობა მძიმე ბაქტერიული გართულებებით (მაგალითად, რამდენიმე ოტიტი წელიწადში, 3 ან მეტი პნევმონია) არ სრულდება. პირიქით, ეს ერთგვარი ვარჯიშია იმუნიტეტისთვის.
არ არსებობს სპეციალური ვიტამინები იმუნიტეტისთვის. არ არსებობს წამლები, რომლებიც ასწავლიან ორგანიზმს, არ დაავადდეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით. მაგალითად, როგორც არ არსებობს აბები ლამაზი და ნავარჯიშევი სხეულის დასაყენებლად.
D ვიტამინი რეკომენდებულია აბსოლუტურად ყველა ბავშვიათვის - ის საჭიროა არა მხოლოდ ძვლებისა და კბილების ფორმირებისთვის, არამედ ორგანიზმში მრავალი სხვა პროცესის სწორად წასამართად. ასევე მნიშვნელოვანია იოდი, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება თავის მხრივ, ორგანიზმში ბევრ პროცესს არეგულირებს. მისი მიღება შესაძლებელია იოდირებული მარილის სახით და დამატებით კალიუმის იოდიდის სახით. გამოყენებისა და დოზის საჭიროება ექიმმა უნდა განსაზღვროს.
სამწუხაროდ, არა. ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებს მართლაც, შეუძლიათ „გამორეცხონ“ ვირუსები ლორწოვან გარსიდან, რომლებიც ჯერ არ არის მიმაგრებული მასზე. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ვირუსები ძალიან სწრაფად მაგრდება გარსზე. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის ხსნარები ცხვირის ჰიგიენისთვის გამოიყენოთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეამცირებს ინფექციების სიხშირეს.
იმუნოდეფიციტი იმუნური სისტემის მძიმე დაავადებაა. ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები იმუნურ სისტემას ვერ დააზიანებს. პირიქით, ორგანიზმი ანტისხეულების შექმნით ძლიერდება. საბავშვო ბაღში პირველ წლებში ბავშვი ხშირად ავადდება. შემდეგ - ნაკლებად ხშირად. დაწყებით სკოლაში, როგორც წესი, სულ 2-3 ეპიზოდი გვაქვს.
სამწუხაროდ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. თუ სხეული არ შეხვდა ვირუსს, მაშინ მასში ანტისხეულები (და, შესაბამისად, მისგან დაცვა) არ წარმოიქმნება. აქტიური იმუნიტეტის შესაქმნელად ორი გზა გვაქვს: დაავადება და ვაქცინაცია. მაგრამ არ არსებობს ვაქცინები საერთო ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, რადგან ძალიან ბევრი რესპირატორული ვირუსია გავრცელებული.
თუ ბავშვი ერთი წელი ზის სახლში, წელს ნაკლებად დაავადდება. მაგრამ როგორც კი ის ჩაერთვება ბავშვთა ჯგუფში ხშირად ავადობა ისეწვ გაგრძელდება, სანამ მოცირკულირე ვირუსების მიმართ იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება.