როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ფრჩხილების კვნეტას - მშობლები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ფრჩხილების კვნეტას

2023-10-30 12:34:55+04:00

ფრჩხილების კვნეტა არა მხოლოდ ბავშვების, ზრდასრულების პრობლემაცაა, რომელთან გამკლავება უფროსებსაც უჭირთ. ამიტომ, უმჯობესია, ამმ ჩვევას ბავშვობიდანვე ებრძოლოთ.

სამწუხაროდ, ფრჩხილების კვნეტას არაერთი უსიამოვნება მოჰყვება, მაგალითად:

  • ფრჩხილის დეფორმაცია, კანქვეშა სისხლჩაქცევები;
  • პერიუნგალური ქსოვილების დაზიანება;
  • ფრჩხილების თანდათანობითი დამოკლება;
  • ფრჩხილის ირგვლივ ბალიშის ანთება;
  • გემოს ცვლილება;
  • ნაწლავური ინფექციები;
  • კანის ინფექციები პირის ღრუს გარშემო.

ფრჩხილების კვნეტის მიზეზები:

რამდენიმე ძირითად მიზეზს შორის, რის გამოც შეიძლება ფრჩხილების კვნეტის ჩვევა განვითარდეს ფიზიოლოგიური ფაქტორი და ფრჩხილებისა და ხელების კანის სათანადო მოვლის ნაკლებობა.

მაგალითად, ბავშვებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ატოპიური დერმატიტისკენ, გაღიზიანებული ნუნების გამო კვნეტას იწყებენ. ნუნების დროულმა მკურნალობამ შეიძლება თავიდან აგვარიდოს ეს მავნე ჩვევა.

კიდევ ერთი მიზეზი, ექსპერტების აზრით, მთელი რიგი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობაა. მათი დეფიციტი ბავშვის შფოთვას იწვევს, რაც ამ ჩვევით გამოვლინდება. შფოთვის სხვა მიზეზებმა შეიძლება იგივე მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ერთ-ერთი ფაქტორია თვითაგრესია, როდესაც ბავშვი საკუთარ თავს ჩადენილი ქმედებებისთვის ან საყვარელი ადამიანებისთვის მიყენებული წყენის გამო სჯის. ან პირიქით, თავს იმშვიდებს ამით.

მკურნალობა

ონიქოფაგია რთული სამკურნალოა, რადგან მულტიდისციპლინარული მიდგომა სჭირდება. კერძოდ, დერმატოლოგების, თერაპევტების, პედიატრების, ფსიქიატრების და სტომატოლოგების ჩართვა.

ბავშვს უნდა დაეხმარონ ფსიქიკური მდგომარეობის, მოტივაციისა და ინფორმირებულობის თვალსაზრისით (ქცევითი თერაპია ფსიქოლოგთან, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ნეიტრალურ აქტივობაზე გადასვლას, მძიმე შემთხვევებში - ანტიდეპრესანტებს და შფოთვითი აშლილობების სხვა თერაპიას) .

თუ კანზე ანთებითი კერებია, ექიმები ანტიბაქტერიულ მალამოებს და ჭრილობების სამკურნალო საშუალებებს გვირჩევენ. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ლაქი და ხელთათმანები.

ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბრალდებებისა და გაკიცხვის გარეშე აუხსნათ ბავშვს, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ფრჩხილების კვნეტის გადაჩვევა. მოზარდს უნდა უთხრათ, რომ შეიძლება დაზიანდეს ფრჩხილის ფირფიტა, შეგვიძლია ვაჩვენოთ ამის ამსახველი ფოტოები. აუცილებელია ბავშვს ავუხსნათ, რომ ჭრილობებიდან შეიძლება ინფექცია შეეჭრას, აუხსნათ, რა არის ბაქტერია და ასევე გავაფრთხილოთ, რომ შეიძლება დამახინჯებული ფრჩხილების გამო თანატოლებმა დასცინონ.

განტვირთეთ თქვენი ბავშვის ნერვული სისტემა არტთერაპიით, ცურვით, აქტივობების ფართო სპექტრით.

ბავშვს მხარდაჭერა და შექება სჭირდება თუნდაც მცირე წარმატებებზე. მაგალითად, შეაქეთ, თუ ბავშვს ერთი საათის განმავლობაში ფრჩხილები არ მოუკვნეტია.

კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვების გაკიცხვა, შერცხვენა და დაშინება ფრჩხილების კვნეტის გამო.