მან მხოლოდ ერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი სახე შექმნა, რომ ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა, შესაბმისად, მისი ამბები მუდმივად აინტერესებთ საქართველოში.1992 წელს ეკრანებზე თემურ ბაბლუანის "უძინართა მზე" გამოვიდა. დათო კაზიშვილმა თავისივე მოსახელე გმირის როლი განასახიერა. მისი გმირი 90-იანი წლების საქართველოში ყველაზე პოპულარულ სახედ იქცა. რეჟისორი თემურ ბაბლუანი ფილმს შვიდი წლის განმავლობაში იღებდა და ექიმი მამის ხსოვნას მიუძღვნა.
90-იანების საქართველოში დათოს გმირს ბაძავდნენ საუბარში, ჩაცმაში, მანერებში... მიუხედავად იმისა, რომ მისი კინოკარიერა არ განვითარდა, დათო კაზიშვილი პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. არ კონტაქტობს მედიასთან, არ უყვარს ინტერვიუები, მაგრამ პერიოდულად სოციალურ ქსელში ჩნდება მის შესახებ პოსტები, რომელშიც წერენ, რომ თითქოს ის ბერად აღიკვეცა ან ფინანსურად უჭირს და დახმარება სჭირდება.
ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათო კაზიშვილი მდუმარე ბერია და მას ფინანსურად ძალიან უჭირს. საზოგადოების ნაწილმა მისთვის ფულის შეგროვება გადაწყვიტა. მართალია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსახიობი მედიასთან არ კონტაქტობს, მაგრამ შევეცადეთ, მისგან პირადად გაგვეგო, მისი სასულიერო ცხოვრების შესახებ. განაგრძეთ კითხვა