თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან პარტნიორობით, თეა მუქერია წარმოგიდგენთ საავტორო შემეცნებით კურსს - „გაიცანი კომპოზიტორები“.
პროექტის ავტორი გახლავთ თეა მუქერია, მუსიკოსი (მევიოლინე), ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის - „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
კურსი - „გაიცანი კომპოზიტორები“, პირველად 2022 წელს ონლაინ განახორციელა, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ისევ მშობლებისა და ბავშვების თხოვნით, კურსი ახლა უკვე ფიზიკურად, მუზეუმის სივრცეში ჩატარდება.
კურსი განკუთვნილია 10-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის.
7 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით 12 შეხვედრა შედგება, რაც 12 ცნობილი კომპოზიტორის ბიოგრაფიის გაცნობასა და მათ მიერ დაწერილი პოპულარული თუ ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებების მოსმენას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილები, თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან პარტნიორობით,ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდება და 12 ევროპელ კომპოზიტორთან ერთად, მოზარდები დიდი ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებასაც ეზიარებიან.
კურსის ფარგლებში, მოზარდები კლასიკური მუსიკის კონცერტებს დაესწრებიან.
გაკვეთილები, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, ყოველ სამშაბათს და შაბათს, 17:00-დან 18:00-მდე ჩატარდება.
R