ხშირად სოციალური ქსელი ადამიანების გულახდილი საუბრებისთვის შესანიშნავი საშუალებაა და სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში ქალებიც ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ერთ-ერთი გოგონა საკუთარ ამბავს გულწრფელად ჰყვება და ამბობს, როგორ შეარყია მისი ქორწინება მეუღლის ტელეფონში აღმოჩენილმა ოთხსიტყვიანმა შეტყობინებამ:
წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როდესაც 18 წლის იყვნენ, მალევე შეხვედრაც დაიწყეს და 2 წლის შემდეგ მშობლებისაგან ფარულად დაქორწინდნენ. როგორც გოგონა ჰყვება, ორივე მუშაობდა. გოგონას ცეკვა განსაკუთრებით უყვარდა. თუმცა, მისი მშობლები თვლიდნენ, რომ ეს არასერიოზული გატაცება იყო და დაფინანსებას არ აპირებდნენ. თუმცა, ქმარი ცდილობდა, საკუთარი ცოლისთვის ეს ოცნება აეხდინა, ზეგანაკვეთურად მუშაობდა და გოგონას ხელს უწყობდა, რომ საუკეთესო სტუდიაში ევლო.
"ის ჩემი ოცნების ასრულებაში დამეხმარა. არასოდეს უწუწუნია უსახსრობის გამო, ყველაფერში მხარს მიჭერდა და მამხნევებდა. ამისთვის მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები." - წერს ქალი. იხსენებს, რომ ის და მისი მეუღლე ყველაფერზე თანხას ზოგავდნენ, ფულს აგროვებდნენ და საკუთარი სახლიც იყიდეს. რამდენიმე წელში შვილებიც გააჩინეს.
თითქოს, ყველაფერი კარგად იყო. მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, რომელიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, ცხოვრებას გააზრებულად მიჰყვებიან და იციან, რისი გაკეთება სურთ... თუმცა, ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ქალმა, რომელიც სოციალურ ქსელში ამ ისტორიის შესახებ ჰყვება, დაინახა, რომ როდესაც მისმა ქმარმა ხელში ტელეფონი აიღო, რომ დისშვილის დაბადების დღის ფოტოები დაეთვალიერებინა, ტელეფონი ე.წ. თვითმფრინავის რეჟიმზე დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ზარი შევიდოდა და არც ესემესი. როდესაც ეს რეჟიმი გამორთო, შეტყობინებები ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდა. ქალმა თქვა, რომ მეუღლის ესემესების წაკითხვა აზრად არ მოსვლია, რადგან მას ბოლომდე ენდობოდა, თუმცა უცებ თვალი მოკრა შეტყობინებას, რომელიც ასე იწყებოდა: "სიხარულო, უკვე სახლში ხარ?" თავიდან არაფერი შეიმჩნია, თუმცა, როცა ქმარი სხვა ოთახში გავიდა, მის ტელეფონში ნომერი შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ შეტყობინების ავტორი მისი ერთ-ერთი მეგობარი იყო... იმავე საღამოს კი მეუღლეს უთხრა, რომ ტყუილში გამოიჭირა:
"ორივე ვტიროდით. გული ძალიან მეტკინა. აღიარა, რომ ეს ურთიერთობა 5 თვეა, რაც გრძელდება." - ამბობს ქალი. მისივე თქმით, მისი მეგობარი მისსავე ქმართან ერთად მუშაობდა და განქორწინების შემდეგ, მასთან ურთიერთობა დაიწყო.
ქმარი დაჰპირდა, რომ საყვარელთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტდა და სამსახურსაც კი შეიცვლიდა:
"როდესაც განქორწინება ვახსენე, ისტერიკაში ჩავარდა. მეორე შანსს მთხოვდა. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. თან შეურაცხყოფილი ვიყავი, თან ძალიან მიყვარდა..." - წერს ქალი.
როგორც ის ამბობს, ახლა მისი მეუღლე სამსახურიდან ადრე ბრუნდება. მისთვის ყვავილები და საჩუქრები მიაქვს. ინტიმური ცხოვრებაც გაუმჯობესდა. ამიტომაც, არ იცის, საბოლოოდ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს - ბოლომდე ენდოს საკუთარ ქმარს, თუ კვლავ გააკონტროლოს.
სოციალური ქსელში მომხმარებლების აზრი ორად გაიყო. ზოგი ამბობდა, რომ მეორე შანსს ყველა იმსახურებს და ყოველთვისაა შესაძლებელი, ცხოვრება თავიდან დაიწყო. ზოგიც კი ქალს ურჩევდა, რომ მეუღლესთან ურთიერთობა აღარ გაეგრძელებინა, რადგან ის მოღალატეა და ამდენი თვის განმავლობაში თავგზას ურევდა.