მომღერალ ირაკლი ნოზაძის (პიკასოს) მეუღლე, ფსიქოლოგი და ორი შვილის დედა ია დუდაშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს ვიდეომიმართვებს მშობლებისთვის. ამჯერად გადაწყვიტა, ჩაწეროს ვიდეო, რომელიც ყველა მშობელმა უნდა გადაიღოს თავისი შვილებისთვის - მიმართვა შვილებისთვის მომავალში, როცა მშობლების ასაკისანი იქნებიან.
იამ ვიდეოს ანონსი დადო ჯერ, თუმცა ისიც საკმაოდ ემოციურია და ია ცდილობს, არ იტიროს. სავარაუდოდ, სრული ვიდეოც, რომელიც იუთუბ-არხზე გამოჩნდება მალე, ასევე ემოციებით სავსე იქნება.