მსახიობმა დათო დარჩიამ გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები“ მამაზე ისაუბრა. მისი თქმით, კაცი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამ დროისთვის კი მას სხვა ცოლ-შვილი ჰყავდა და მესამე მეუღლემ დათო პანაშვიდებზე არ მიუშვა...
დათო დარჩია:
- მამა (ვაჟა დარჩია) ნანახი არ მყავს, მაგრამ ფოტოებზე რომ ვუყურებ და თვალებში ვაკვირდები, არ უნდა ყოფილიყო ცუდი არტისტი, მაგრამ რატომ დაანება მსახიობობას თავი არ ვიცი. მე რომ პატარა ვიყავი მამა უკვე კულტურის სახლის დირექტორი იყო. 7-8 წლის ვიყავი მშობლები რომ ერთმანეთს დაშორდნენ, მამას ვნახულობდი, მაგრამ ხშირად არა. ხან ვბრაზდებოდი ხოლმე, მაგრამ ამას არ ვეუბნებოდი.
შემდეგ მამას მესამე ცოლი ჰყავდა, შვილიც შეეძინა, ბოლოსკენ უფრო დავშორდით, იშვიათად ვნახულობდი. მეორე მამა იყო ჩემი გურამ ფირცხალავა, რომელიც ისე იქცეოდა და ისეთი ტიპაჟი იყო, გაწონებდა თავს და გაყვარებდა. მას ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემს ცხოვრებაში. განაგრძეთ კითხვა