თუ ამ რჩევებს თავიდანვე გაითვალისწინებთ, ბავშვს საწოლის გასწორება თუ სათამაშოების მილაგება არასოდეს დაავიწყდება - მშობლები

თუ ამ რჩევებს თავიდანვე გაითვალისწინებთ, ბავშვს საწოლის გასწორება თუ სათამაშოების მილაგება არასოდეს დაავიწყდება

2023-11-03 10:26:02+04:00

ძალიან ბევრი მშობელი წუხს, რომ ბავშვი ვერ მიაჩვია სათამაშოების ალაგებას, თავისი ნივთების მოწესრიგებას, დამოუკიდებლად ჩაცმას ან ჭამას. თუ ბავშვს თავის მოვლის აუცილებელი ჩვევები ადრეული ასაკშივე არ ჩამოუყალიბდა, მოზარდობისას აკურატულობა, წესრიგის და სისუფთავის დაცვას ძალიან გაუჭირდება. ამ ყველაფრის სწავლება რთული არაა. მთავარია, დროულად ჩამოუყალიბოთ სწორი ჩვევები: კოვზის დაჭერა, დამოუკიდებლად ჩაცმა, თავისი სათამაშოების და ოთახის მილაგება. ეს რჩევები სწორედ ამაში დაგეხმარებათ:

გაასწორე საწოლი

ნუ გგონიათ, რომ კარგ შედეგს სწრაფად მიაღწევთ. თუმცა, თუ ყოველდღიურ ჩვეულებად აქცევთ, დიდობაშიც აკურატული იქნება.

ყოველ დილით. უთხარით ბავშვს, რომ ეს მისი დილის საქმიანობაა. სთხოვეთ, გადააფაროს საწოლს პლედი, რათა მას არ შესცივდეს. და არც ბალიშის გადაფარება დაავიწყდეს, მასაც ხომ სჭირდება სითბო... მაგალითისთვის. ასწავლეთ, როგორ უნდა გაასწოროს საბანი, ზეწარი, როგორ ააფუმფულაოს ბალიში. რბილი სათამაშოები. ახლა კი სთხოვეთ, სათამაშოები ლამაზად, ერთ კუთხეში მოათავსოს. სასარგებლო რჩევა. საბნის დაფერთხვა ბავშვისთვის რთული იქნება, მას ზეწარი ან ბალის პირი დააფერთხინეთ.

ავალაგოთ სათამაშოები

ბავშვი სახლის დალაგებაში შეგიძლიათ წლინახევრის ასაკიდან ჩართოთ, მაგრამ ნუ ელით, რომ მუდამ მზად იქნება ამისთვის. ხანდახან უნდა შეახსენოთ კიდეც.

მარტივი შენახვა. სათამაშოები კალათებში, ყუთებში (საწოლის ქვეშ) დაბალ უჯრებში, მოუთავსეთ, სადაც ადვილად მიწვდება. არ მისცეთ გაქცევის უფლება. ბავშვს დალაგება არ მოსწონს და ადვილად შეეცდება თავის დაღწევას. არ დართოთ ნება, რომ გაგეპაროთ. პირიქით, შეაქეთ, გაამხნევეთ, წაახალისეთ, რომ ინტერესი გაუჩნდეს. გაახალისეთ. სათამაშოების დალაგების დროს შეგიძლიათ იმღეროთ, ან თამაშის ფორმა მისცეთ: "ჯერ წითელი ფერის სათამაშოები შევაგროვოთ, ახლა - მწვანე". სასარგებლო რჩევა. იმისათვის, რომ სათამაშოების ყუთები არ გადაგევსოთ, პერიოდულად გადაახალისეთ, გააჩუქეთ ისეთები, რომლებიც ბავშვისთვის უინტერესოა. ნუ გამოტენით სათამაშოებით კარადებს, სარდაფს, ავტოფარეხს.

ვჭამთ კოვზით

გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან ბავშვი მოისვრება, მაგრამ ამას უნდა შეეგუეოთ, სამაგიეროდ, პროცესი ეფექტურად და მხიარულად ჩაივლის.

დაიკავე კოვზი. 6 თვიდან უკვე შეგიძლიათ ბავშვს შედარებით მყარი საკვები მისცეთ და ამიტომ აჩუქეთ ახალი კოვზი, მიეჩვიოს მის ხელში დაჭერას. დაიწყეთ მცირედით. კოვზზე საკვების პატარა ულუფა დაუდეთ და დაეხმარეთ, რომ კოვზი პირში ჩაიდოს. თავიდანვე შედეგს ნუ ელით. კოვზით ჭამას ბავშვი წლინახევრის ასაკიდან შეძლებს. შეუქეთ დამოუკიდებლობა. მიეცით უფლება, რომ თვითონ დაიწყოს ჭამა. ნუ ეჩხუბებით, თუ საჭმელი ყველგან იქნება მიმობნეული. სამაგიეროდ, კოვზის დაჭერას მიეჩვევა. სასარგებლო რჩევა. იქონიეთ ორი კოვზი. ერთი თქვენთვის და მეორე - ბავშვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადილობა შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს.

მიაჩვიეთ ჩანგალს

სამი წლიდან ბავშვს შეიძლიათ ჩანგალიც "გააცნოთ".

აარჩიეთ ასაკისთვის შესაფერისი ჩანგალი. ჩანგალი უნდა იყოს მსუბუქი, რბილი და სამი კბილანით. აჩვენეთ, როგორ უნდა ეჭიროს. დაიწყეთ იმ პროდუქტით, რომელსაც მარტივად ჩაჩხვლიტავს. ღრმა თეფშში ჩაუყარეთ მრგვლად დაჭრილი სტაფილოს ან მოხარშული კარტოფილის კუბები და ასწავლეთ ჩანგლის გამოყენება. ერთად სცადეთ. მზად იყავით, რომ ბავშვს უნდა მიეხმაროთ. ეს ნერვების მოშლის გარეშე, თამაშით გააკეთეთ. მიეცით თავისუფლება. აცადეთ, რომ თავადაც გაივარჯიშოს ჩანგლის გამოყენებაში. თვითონ სცადოს ჩანგლის ჩარჭობა პროდუქტებში. სასარგებლო რჩევა. სადილობის დროს ბავშვის გვერდით იჯექით. ამგვარად კარგ მანერებსაც ჩამოუყალიბებთ და თან გაამხნევებთ, როცა ყველაფერი გამოუვა.

ასწავლეთ შარვლის ჩაცმა

შარვლის ჩაცმა ბავშვს მხოლოდ 3 წლიდან შეეძლება დამოუკიდებლად. მანამდე უნდა მიეხმაროთ.

იატაკზე. დასვით ბავშვი იატაკზე და გვერდით დაუდეთ შარვალი. დაიწყეთ მარჯვენათი. ჯერ შარვალში მარჯვენა ფეხი შეაყოფინეთ და უთხარით: აქ ახლა ფეხი ბოლომდე გააცურე. იგივე გაიმეორეთ მარცხენა ფეხის შემთხვევაში. ადექით. სთხოვეთ ბავშვს შარვლის დაჭერა. თავიდან თქვენ უნდა მიეხმაროთ, აჩვენოთ, შეგიძლიათ დასახმარებლად კედელზე ან საწოლზე მიყრდნობაც ასწავლოთ. მომავალში დამოუკიდებლად შეძლებს ჩაცმას. ღილაკი. აჩვენეთ, როგორ უნდ აიწიოს შარვალი და შეიკრას შესაკრავი. სასარგებლო რჩევა. უმჯობესია, ბავშვს შარვალი რეზინის სარტყელზე ჰქონდეს. ასე უფრო გაუადვილდება ჩაცმა-გახდა, ქოთნის გამოყენების შემდეგ.