ლინდა ადამიას ახალმა იმიჯმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელში მომღერალმა გაავრცელა, მისი ცნობა შეუძლებელია. Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ერთი წლის წინ, ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, თუმცა იქამდე იყო ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც აიძულა, რომ საბოლოოდ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება.
ლინდა ადამია:
- ოქტომბერში ერთი წელი გავიდა, რაც ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე, 45 კილო მაქვს დაკლებული. ოპერაციამდე 93 კილო ვიყავი. იქამდე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, რამაც საბოლოოდ გადაწყვეტილება მიმაღებინა, საბოლოოდ დიაბეტამდე მივდიოდი. ზღვარზე ვიყავი, ანალიზები აჩვენებდა, რომ პრობლემები მქონდა. სასწრაფოდ ვუშველე თავს.
- ჩემს შემთხვევაში ძალიან რთული იყო. ექიმის რჩევები სწორად არ გავითვალისწინე, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. თავს ახლა ფანტასტიკურად ვგრძნობ, არის მომენტები, როდესაც სუსტად ვარ, ამჟამად 47 კილო ვარ. განახევრებული ადამიანი ვარ. არის მომენტები, როდესაც ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ, თავბრუსხვევები მაქვს, მაგრამ ეტაპობრივად ეგეც გამივლის. განაგრძეთ კითხვა